ძველი რაუმა
ძველი რაუმა (ფინ. Vanha Rauma) - ფინეთის ქალაქის, რაუმას ძველი, ხისგან ნაგები ცენტრალური ნაწილი. 1991 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ძველი რაუმა* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ფინეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iv, v |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 61°07′42″ ჩ. გ. 21°30′42″ ა. გ. / 61.12833° ჩ. გ. 21.51167° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 582 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 582 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ძველი ქალაქის ფართობი 0.3 კმ²-ს შეადგენს, აქ განლაგებულია 600-მდე შენობა და ცხოვრობს 800 ადამიანი. თანამედროვე რაუმამ ძველი ქალაქის ფარგლებს გარეთ განვრცობა მხოლოდ XIX საუკუნის ადრეულ პერიოდში დაიწყო. დღეისათვის უძველესი ნაგებობები XVIII საუკუნით თარიღდება, რადგან ორჯერ, 1640 და 1682 წლებში ქალაქი ხანძარმა გაანადგურა. შენობების დიდი უდიდესი ნაწილი ორ მთავარ ქუჩაზე მდებარეობს და დღეისათვის კერძო საკუთრებაშია, ხოლო ქალაქის მოედნის ირგვკლივ მდებარე ნაგებობები ძირითადად ბიზნეს-საქმიანობაში გამოიყენება.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახლი სახელად კირსტი, რომელიც XVIII - XIX საუკუნეებში მეზღვაურთა საცხოვრებელს წარმოადგენდა, ასევე სახლი სახელად მარელა, რომელშიც XVIII საუკუნეში მაღაზიათა მეპატრონეები ცხოვრობდნენ. დღეს ორივე მათგანი მუზეუმია. ძველი ქალაქში საკმაოდ ცოტაა ქვის შენობები, მათ შორისაა წმინდა ჯვრის ეკლესია, XV საუკუნის ფრანცისკანელთა მონასტერი და 1776 წელს აგებული ქალაქის დარბაზი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Old Rauma as a VRML model დაარქივებული 2004-12-05 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია ძველ რაუმაზე