ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ძველი ოსტატები (გერმ. Alte Meister. Komödie) — ავსტრიელი მწერლის, თომას ბერნჰარდის 1985 წლის რომანი. წიგნი მწერლის აპოლინური ტრილოგიის მესამე ნაწილს წარმოადგენს და სტრუქტურის მიხედვით აგრძელებს ნაწარმოებების – „ტყის ჩეხა“ და „დაღმამავალი“ – ტრადიციებს. ნაწარმოები გადმოგვცემს მთხრობელ აცბახერისა და მისი დაკვირვების ობიექტის, რეჯერის ფილოსოფიასა და ნააზრევზე, რომელიც, მისივე თქმით, მუსიკალური ფილოსოფოსია.[2]

ძველი ოსტატები

პირველი ქართული გამოცემა[1]
ავტორი თომას ბერნჰარდი
მშობლიური ენა გერმანული
გამოცემულია 1985
მედია ბეჭდური
გვერდი 340
წინა Wittgenstein's Nephew

კერძო მკვლევარმა აცბახერმა უჩვეულო შეხვედრა დანიშნა თავის მეგობართან, მუსიკალურ კრიტიკოს რეჯერთან, ვენის ხელოვნების მუზეუმის ბორდონის დარბაზში. ის დათქმულ დრომდე ერთი საათით ადრე შედის დარბაზში, რათა მშვიდად დააკვირდეს რეჯერს, როგრ ათვალიერებს სხვადასხვა ნახატს. რეჯერის ყურადღებას განსაკუთრებით იტალიელი ფერმწერის, ტინტორეტოს ტილო – კაცი თეთრ წვერებში –, რომელსაც რეჯერი მუზეუმში განთავსებულ ნამუშევართა შორის ყველაზე უნაკლოდ აღიქვამს. რეჯერი რეგულარულად ჯდება ნახატის წინ, სადაც საათობიტ დროს ატარებს, თუმცა იმავდროულად წიგნებსაც კითხულობს ხოლმე. შაბათ დღეს აცბახერი მოუწოდებს მუზეუმის დარაჯს, ირსინგლერს, რომ არ გააფანტინოს ყურადღება რეჯერს და არ აგრძნობინოს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მას აცბახერი უთვალთვალებდა. მალე, აცბახერის ფიქრები მუზეუმს სცდება და, მაგალითად, ირსინგლერთან ერთად საკუთარ მხატვრულ გემოვნებასთან დაკავშირებით ბაასობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. https://www.sulakauri.ge/wignebi/dzveli-ostatebi/
  2. Page references are to the 1988 Suhrkamp paperback edition, ISBN 3-518-38053-2
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძველი_ოსტატები“-დან