ძერჟინსკის ანტონი დიდის ტაძარი

ძერჟინსკის ანტონი დიდის ტაძარი (რუს. Храм Антония Великого) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი ძერჟინსკის ჩრდილოეთ გარეუბანში (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი),ზარიოვის მოსახვევისა და ჩკალოვის პროსპექტის კვეთაზე. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას.

ძერჟინსკის ანტონი დიდის ტაძარი
ძერჟინსკის ანტონი დიდის ტაძარი — რუსეთი
ძერჟინსკის ანტონი დიდის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°15′24″ ჩ. გ. 43°27′58″ ა. გ. / 56.25667° ჩ. გ. 43.46611° ა. გ. / 56.25667; 43.46611
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ძერჟინსკი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ძველი ბიზანტიური სტილი
თარიღდება 2007-2010

2006 წელს ტაძრის მშენებლობისათვის გამოიყო მიწის ნაკვეთი[1]. ამავე წლის 2 ნოემბერს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ აკურთხა ჯვარი მომავალი მშენებლობის ადგილზე[2]. ეკლესიის მშენებლობა დაიწყო 2007 წელს[3]. მშენებლობის ძირითადი სპონსორი და მეთვალყურე იყო ვალერი არტამონოვი, კომპანია „ტოსოლ-სინთეზის“ გენერალური დირექტორი[3]. 2009 წელს მთავარეპისკოპოსის ვიზიტის ფარგლებში ააგეს საკურთხეველი და მოხდა საკურთხევლის კურთხევა[3].

პირველად ეკლესიაში გაიმართა სააღდგომო ღვთისმსახურება, რომელიც შეასრულა 2010 წლის 4 აპრილს ეკლესიის წინამძღვარმა ილია შიტოვმა[4]. პირველ სააღდგომო წირვა-ლოცვას და ღამისთევას ესწრებოდა მრევლის მხოლოდ 50 წარმომადგენელი[4].

24 აგვისტოს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ შესრულა ჯვრის კურთხევის ცერემონიალი[3]. 2010 წლის 22 სექტემბერს ტაძარი აკურთხა ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ. კურთხევამდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა ოთხიარუსიანი კანკელის აგება, რომელიც აკადემიურ სტილში შეასრულეს ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიის ხელოსნებმა[5].

2010 წლის 14 ნოემბერს ტაძართან გაიხსნა ქალაქში მეორე საკვირაო სკოლა[6]. პირველი 1995 წელს გაიხსნა ქრისტეს აღდგომის ტაძარში.

წინამძღვრები

რედაქტირება

2009 წლის 13 მარტიდან ეკლესიის წინამძღვარია ილია შიტოვი. 2012 წლის 29 აგვისტოდან წინამძღვარია - იოანე სოროკინი, ხოლო 2013 წლის 21 მაისიდან ბორის მაკარენკო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Инвестиционный совет одобрил заявку на выделение земли в Дзержинске под строительство православного храма. Нижегородская епархия (19 сентября 2006 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-04.
  2. Владыка Георгий освятил крест на месте строительства будущего храма в городе Дзержинске. Нижегородская епрахия (2 ноября 2006 года). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-04.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 „Центром социальной жизни Дзержинска станет Храм в честь преподобного Антония Великого“. Телеканал «Союз». 31 августа 2010 года. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-01. ციტირების თარიღი: 2010-12-04. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 Туманов, Андрей. (5 апреля 2010 года) В праздник Пасхи в Дзержинске прошло первое богослужение в храме в честь Антония Великого. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-04-06.
  5. В новом храме. Телекомпания Дзержинск (21.09.2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-04.
  6. Ермолина, Анна. (18 ноября 2010 года) При дзержинском храме в честь святого преподобного Антония Великого открылась воскресная школа. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-06. ციტირების თარიღი: 2010-12-18.