ძელშავი ობჩური
ძელშავი ობჩური, ძველშავი, ძველშავი ობჩის — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ივანე ჯავახიშვილი ძელშავს საქართველოს უძველეს ვაზთა ჯგუფს მიაკუთვნებდა და განმარტავდა, რომ საუკუნემდე სიტყვა „ძელი“ ფეხზე მდგომ მოუჭრელ ხეს ნიშნავდა, „შავი“ ერთწლიანი რქების მოყავისფრო შეფერვის გამო შეურქმევიათ. ხოლო სიტყვის მეორე ნაწილი მისი წარმომავლობის ადგილს მიუთითებს, სოფელი ობჩა.
ძირითადად მცირედ გავრცელებულია შუა და ზემო იმერეთში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, იშვიათად მომრგვალო ან კვერცხისებური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, განივკონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. ზოგჯერ მეჩხერი. მტევანში მარცვლები არათანაბრადაა განვითარებული. მარცვალი საშუალო ზომისაა ან მსხვილი, მომრგვალო. მუქი წითელია, თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული.
ობჩური ძელშავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 167 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 144-190 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-13.0 ტონა. ყურძნის სრულსიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.
შუა იმერეთში მისგან ღია წითელი ან მოვარდისფრო ნაკლებსხეულიანი, მაგრამ ენერგიული და ხალისიანი ღვინო დგება. ზემო იმერეთსა და რაჭაში ის უფრო თხელი და ნაკლებშინაარსიანია. ამიტომ მიმართავენ კუპაჟს მგალობლიშვილთან, ოცხანურ საფერესთან და ა.შ. უკეთესი ხარისხის მასალას ძელშავი ცქრიალა ღვინისთვის იძლევა. ამ წესით დაყენებული ღვინო ღია ჩალისფერია, მსუბუქი და საკმაოდ ხალისიანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 463-464