ძალის მთავარანგელოზის ეკლესია
ძარის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარში, სასაფლაოზე. განვითარებული შუა საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვით. წყობა შერეულია.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს; აღმოსავლეთით დას-რულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით დიდი ზომის სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრე-ბით.
გრძივი კედლები წყვილი პილასტრების საშუალებით თითქმის სამ თანაბარ ნაწი-ლად იყოფა. ფართო შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვებით.
ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. აბსიდის კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გრძივი კედლების ნახევარზე მეტი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთი სარკმელი მორღვეულია. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 229-230