ძალისის სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ძალისის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის პირას, ნარეკვავის ხევის მუხრანის ველთან შეერთების ადგილზე. სამაროვანი თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნითა და ახალი წელთაღრიცხვის IV-VII საუკუნეებით. ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. ბოხოჩაძის ხელმძღვანელობით, გათხარა ელინისტური ხანის ორმოსამარხი და ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის სარკოფაგი. მასალა ინახება ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბოხოჩაძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 329.