ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩა

(გადამისამართდა გვერდიდან ცხრა ძმის ქუჩა)

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); პეტრე მამრაძის ქუჩიდან სალხინოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ვლადიმერის ქუჩა. 1923 წელს ქუჩას ცხრა ძმის სახელი დაერქვა (უკავშირდება 1905 წლის რევოლუციის დროს ხუდადოვის ტყესთან მეფის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპულ 9 რევოლუციონერ მუშას, იხ. დეკემბრის აჯანყება საქართველოში). თავდაპირველად გრძელდებოდა ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედნამდე, ხოლო ამ მოედნიდან დაწყებული ქუჩის ბოლო მონაკვეთი თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც მუხიანის ქუჩა.[1] 2018 წელს ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი ეწოდა. აქვს 3 შესახვევი.[2]

ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები ვლადიმერის ქუჩა, ცხრა ძმის ქუჩა, მუხიანის ქუჩა (ბოლო მონაკვეთი)

შესახვევები

რედაქტირება
  • I შესახვევი — პეტრე მამრაძის ხევიდან ყირიმის ქუჩამდე;
  • II შესახვევი — პეტრე მამრაძის ხევიდან ყირიმის ქუჩამდე;
  • III შესახვევი — ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩიდან პეტრე მამრაძის ხევამდე (2015 წლამდე ცხრა ძმის ქუჩის ნაწილი იყო[3]).
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 197, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი შესახვევისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელის მინიჭების შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (25 მაისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-30. ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024
  3. ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის ქუჩის მონაკვეთისთვის ცხრა ძმის ქუჩის მე-3 შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (4 აგვისტო, 2015). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024