ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედანი

(გადამისამართდა გვერდიდან ცხრა ძმის მოედანი)

ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედანი — მოედანი თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); ცხრა ძმა ხერხეულიძისა და აბაშის ქუჩებს შორის. მოედანს XX საუკუნის 30-იან წლებში ცხრა ძმის სახელი დაერქვა (უკავშირდება 1905 წლის რევოლუციის დროს ხუდადოვის ტყესთან მეფის ჯარებთან ბრძოლაში დაღუპულ 9 რევოლუციონერ მუშას, იხ. დეკემბრის აჯანყება საქართველოში).[1] 2018 წელს ეწოდა ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელი.[2]

ცხრა ძმა ხერხეულიძის მოედანი
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი ახალი კუკია
წინა სახელები ცხრა ძმის მოედანი
  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 197, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცხრა ძმის მოედნისთვის ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (25 მაისი, 2018). ციტირების თარიღი: 30 იანვარი, 2024