ცხოვრებით ცუდი ბიჭები

ცხოვრებით ცუდი ბიჭები (ინგლ. Bad Boys for Life, ასევე ცნობილი როგორც ცუდი ბიჭები III) - 2020 წლის ამერიკული კომედიური ფილმი, რომელიც არის ცუდი ბიჭები II (2003)-ის გაგრძელება და მესამე ნაწილი ცუდი ბიჭების ტრილოგიაში . უილ სმიტი და მარტინ ლოურენსი განმეორებით ასრულებენ მთავარ როლებს ფილმში, რომლის რეჟისორია ადილი და ბილალი, ხოლო სცენარის ავტორები არიან კრის ბრემნერი, პიტერ კრეიგი და ჯო კარნაჰანი . ფილმში ასევე მონაწილეობენ პაოლა ნუეზი, ვანესა ჰადგენსი, ალექსანდრე ლუდვიგი, ჩარლზ მელტონი, ქეით დელ კასტილო, ნიკი ჯემი და ჯო პანტოლიანო . მისი წარმოება იყო სმიტი, ჯერი ბრუკჰაიმერი და დაგ ბელგრადი . ფილმში „ ცხოვრებით ცუდი ბიჭები” მაიამის დეტექტივები მაიკ ლოური და მარკუს ბურნეტი იძიებენ ლორის პრობლემურ წარსულთან დაკავშირებულ მკვლელობებს.

„ცხოვრებით ცუდი ბიჭები“
ჟანრი კომედია
რეჟისორი ადილი და ბილალი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
როლებში
კომპოზიტორი ლორნ ბალფი
სტუდია Columbia Pictures[1][2]
დისტრიბუტორი Sony Pictures Motion Picture Group
ხანგრძლივობა 124 წუთი[3]
ქვეყანა აშშ[4][5]
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 90 მილიონი აშშ დოლარი[6]
შემოსავალი 426.5 მილიონი აშშ დოლარი[6]
საიტი ოფიციალური ვებ - გვერდი

მესამე ცუდი ბიჭების ფილმი განიხილეს მეორის წარმატების შემდეგ, მაიკლ ბეიმ განაცხადა, რომ იგი დაინტერესებული იქნებოდა რეჟისორში დაბრუნებით, მაგრამ ბიუჯეტის შეზღუდვებმა შეაფერხა საქმე. ფილმმა ათწლეულის განმავლობაში წარმოებაში შესვლის რამდენიმე მცდელობა გაიარა, თან ერთვოდნენ სხვადასხვა მწერლები და რეჟისორები. პროექტი საბოლოოდ დასრულდა 2018 წლის ოქტომბერში, ხოლო გადაღებები დაიწყო შემდეგ წელს, 2019 წლის იანვრიდან ივნისამდე. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ატლანტაში, მაიამიში და მეხიკოში .

ცუდი ბიჭები სიცოცხლისთვის თეატრალურად შეერთებულ შტატებში, 2020 წლის 17 იანვარს იქნა გამოშვებული, Sony Pictures Release-ისა და Columbia Pictures-ის მიერ. ფილმმა მიიღო ზოგადად პოზიტიური მიმოხილვა [7] და მოიპოვა 426,5 მილიონი აშშ დოლარი მთელ მსოფლიოში, რაც მას 2020 წლის მესამე ყველაზე წარმატებული ფილმის ტიტული მოაპოვებინა. ეს ასევე არის სერიის ყველაზე წარმატება და ყველა დროის ყველაზე წარმატებული ფილმი, რომელიც იანვარში გამოიშვა.

სიუჟეტი რედაქტირება

იზაბელ არეტასი, კარტელ ბენიტოს ქვრივი, გაიქცევა მექსიკის ციხიდან თავისი შვილის არმანდოს დახმარებით. იზაბელი არმანდოს მაიამიში აგზავნის, მას დაავალა მნიშვნელოვანი თანხის ამოღება, რომელიც მამამისმა ბენიტომ დამალა, ისევე როგორც მამის დაპატიმრებასა და ციხეში საბოლოოდ სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების მკვლელობა. იზაბელი მოითხოვს, რომ არმანდომ ბოლოს მოკლას მაიამელი დეტექტივი მაიკ ლოვერი.

მაიამიში მაიკს თან ახლავს თავის პარტნიორ მარკუს ბურნეტს, პირველი შვილიშვილის დაბადებაზე. ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების სუვილით, ასაკოვანი მარკუსი ეუბნება მაიკს, რომ აპირებს პენსიაზე გასვლას, მაიკის მწუხარებით. წვეულების დროს, რომელიც მარკუსის შვილიშვილის შეძენას ზეიმობდა, მაიკს ესროლა არმანდომ და თვეების განმავლობაში კომაში დატოვა. არმანდო აგრძელებს მის სიაში სხვა სამიზნეების მკვლელობას მაიკის გამოჯანმთელების პერიოდში.

მაიკის გამოჯანმრთელების შემდეგ, იგი მტკიცედ გადაწყვიტს შური იძიოს და წარუმატებლად ცდილობს ახლა უკვე პენსიაზე გასული მარკუსის გადაბირებას, რაც მათ ურთერთობის გაუარესებას იწვევს. მაიკი ძალადობრივად იძენს იარაღის დილერის, ბუკერ გრასის ვინაობას. იმის გაცნობიერების შემდეგ, რომ მაიკი არ გაითვალისწინებს ბრძანებებს, რომ თავი შორს დაიჭიროს გამოძიებისგან, კაპიტანი ჰოვარდი მას უხალისოდ აძლევს მუშაობის საშვალებას, ტექნიკურ გუნდთან, Advanced Miami Metro Operations (AMMO)-თან, რომელსაც მაიკის ყოფილი მეგობარი გოგონა რიტა ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გრეისს იარაღის გარიგების დროს აკვირდება, მაიკი გაანალიზებს, რომ მყიდველები გრასის მოკვლას აპირებენ და ჩერევას გადაწყვეტს, მაგრამ ვერ გადაარჩენს მას. მოგვიანებით მარკუსს ურეკავს კარვერ რემი, ძველი ინფორმატორი, რომელიც თვლის, რომ მკვლელის შემდეგი სამიზნე თავადაა. მარკუსი უკავშირდება მაიკს და წყვილი კარვერში მიემგზავრება, მაგრამ მისი გადარჩენა დაგვიანებულია. არმანდო მაიკთან ხელჩართული ბრძოლის შემდეგ გაიქცა.

მოგვიანებით კაპიტანი ჰოვარდი ავლენს პენსიაზე გასვლის განზრახვასაც, სთავაზობს მაიკს რჩევას, რომ მას ცხოვრებისეული გზის პოვნა სჭირდება. მას წამების შემდგომ მოულოდნელად კლავს არმანდო. კაპიტნის გარდაცვალების შემდეგ გამოდის მარკუსი პენსიიდან, მაგრამ ის აპირებს გუნდურად იმუშაოს AMMO– სთან. ისინი თვალყურს ადევნებენ გრასის ბუღალტერს, რომელსაც ისინი ლორენცო „ზვეი-ლო“ როდრიგესამდე მიჰყავს. ისინი შედიან „ზვეი-ლოს“ დაბადების დღეზე, რასაც მანქანის დესტრუქციული დევნა მოჰყვება. არმანდო ჩანდება ვერტმფრენით, რომ გადაარჩინოს ზვეი-ლო, მაგრამ კლავს მას, როდესაც იგი ბლოკავს არმანდოს შესაძლებლობას, ესროლოს მაიკს. გასროლის დროს, არმანდო მაიკს ეუბნება "Hasta el fuego". მარკუსის მიერ გახსნილი ცეცხლი იცავს მაიკს, რომელიც წყალში ვარდება.

AMMO ითიშება წარუმატებელი ოპერაციის გამო. პირად საუბარში მაიკი მარკუსს უცხადებს, რომ არმანდო შეიძლება მისი ვაჟი იყოს. მარკუსთან პარტნიორობის დაწყებამდე მაიკი მუშაობდა არეტას კარტელში საიდუმლო ოფიცრად, სადაც ის შეხვდა იზაბელს. მათ შეუყვარდათ და ერთად გაქცევა ჰქონდათ განზრახული, მათ "Hasta el fuego" გამოიყენეს, როგორც საიდუმლო ფრაზა. საბოლოოდ მაიკი პოლიციის ერთგული დარჩა და გააცნობიერა, თუ რამდენად საშიში გახდა ისაბელი. მაიკის წინააღმდეგობის მიუხედავად, მარკუსი და AMMO მას შეუერთდნენ მეხიკოში, ისაბელთან დაპირისპირების მიზნით.

იდალგოს სასახლეში მაიკი ხვდება იზაბელს და საყვედურობს მას სიმართლის დამალვის გამო. სწრაფად მოხდა ორმხრივი სროლა AMMO-ს და იზაბელის მებრძოლებს შორის. მარკუსი ესვრის იზაბელის დამხმარე ვერტმფრენის მფრინავს, რის შედეგადაც იგი ცენტრალურ ფოიეში ვარდება და ხანძარი იწყება. მარკუსი უპირისპირდება იზაბელს, ხოლო მაიკი ცდილობს არმანდოს აუხსნას სიმართლე. არმანდო მაიკის ცემას იწყებს, მაგრამ მაიკი წინააღმდეგობის გაწევაზე უარს ამბობს. არმანდო საბოლოოდ დედისგან ითხოვს სიმართლეს, იზაბელი კი არმანდოს უდასტურრბს, რომ მაიკი მისი მამაა. გაცნობიერების შემდეგ, რომ ის ამოცანა, რომლისთვისაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვარჯიშბდა, ტყუილი იყო, არმანდო ცდილობს დაიცვას მამა, რის შედეგადაც იზაბელმა უნებლიედ ესვრის არმანდოს მკერდზე, როდესაც სამიზანედ მაიკს ისახავდა. განრისხებული ცდილობს მაიკის მოკვლას, მაგრამ რიტა ერევა და ისაბელს ესვრის, რის შედეგადაც იგი ქვემოთ გაჩენილ ხანძარში ვარდება.

მოგვიანებით, რიტა პოლიციის კაპიტნად დააწინაურეს, ხოლო მაიკი და მარკუსი AMMO-ს ხელმძღვანელები გახდნენ. მაიკი ციხეში მოინახულებს არმანდოს და სთავაზობს მას დანასაულის გამოსყიდვის საშუალებას, რაზეც არმანდო უარს ამბობს.

გაგრძელება რედაქტირება

ფილმის სალაროებში წარმატების მიღწევის შემდეგ, სონიმ გამოაცხადა მეოთხე ნაწილის დაგეგმვის შესახებ, კრის ბრემნერი დაბრუნდა სცენარის დასაწერად. [8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Tom McCarthy. (January 15, 2020) 'Bad Boys for Life' Film Review. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 18, 2020
  2. Sony & Overbrook Entertainment Team On Film About Dirt-Bike Riders. deadline.com (19 September 2018). ციტირების თარიღი: May 22, 2019
  3. Bad Boys for Life (15) (January 14, 2020). ციტირების თარიღი: January 15, 2020
  4. Bad Boys for Life (2020). ციტირების თარიღი: January 18, 2020
  5. Bad Boys for Life (2020). ციტირების თარიღი: March 17, 2020
  6. 6.0 6.1 Bad Boys for Life (2020). IMDb. ციტირების თარიღი: April 12, 2020
  7. Hunter, Jim. Why Bad Boys For Life Reviews Are So Positive (January 18, 2018). ციტირების თარიღი: July 21, 2020.
  8. 'Bad Boys 4' in the Works (Exclusive). ციტირების თარიღი: January 17, 2020.