ცხინვალის არქეოლოგიური ძეგლები
ცხინვალის არქეოლოგიური ძეგლები — ბრინჯაოს ხანის საკულტო და სამოსახლო ძეგლები, აღმოჩენილი ქალაქ ცხინვალთან, საქართველოში. ძეგლები მოიცავს პერიდს ადრებრინჯაოდან გვიან ბრინჯაოს ხანამდე. ძეგლები გათხარეს 1945-1948 წლებში გ. გობეჯიშვილმა, 1950 წელს ბ. კუფტინმა, 1954 წელს ო. ჯაფარიძემ, 1959 წელს ბ. ტეხოვმა. არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ნამოსახლარები და საყოფაცხოვრებო ნივთები მეცნიერთა აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი მოსაზრებით, რომ მათში აშკარაა გავლენა როგორც იბერიული ისე კოლხური კულტურებისა, შესაძლო სარმატული ელემენტებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგაძე, ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 253-254.
- ქორიძე, დ. „კოლხური კულტურის ისტორიისთვის“, თბილისი, 1965
- ჯაფარიძე, ო. „ცხინვალის განძი“, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. 16, 1950