ცხვარიჭამიას პატარა საყდარი
ცხვარიჭამიას პატარა საყდარი — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე თეზამის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 6,3 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ნაწილებში (კონქის თაღი, შესასვლელის თაღი, აფსიდის კუთხეები) კარგად გათლილი შირიმის ქვაცაა გამოყენებული. ეკლესიას აღმოსავლეთით უსწოროდ მომრგვალებული აფსიდი აქვს. აფსიდის თაღი და კონქი დადაბლებულია. კონქის თაღის ქუსლებთან შირიმის თაროსებრი ომპოსტებია. საკურთხეველში, სამხრეთით და დასავლეთით, გაჭრილია თითო სწორკუთხა პარალელურწირთხლებიანი, ბრტყელი ზღუდარით გადახურული სარკმელი. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე მიშენებული ჰქონდა ვიწრო სათავსი-თაღნარი, რომელიც ეკლესიას ვიწრო თაღოვანი შესასვლელით უკავშირდებოდა. სათავსი ნახევარწრიული კამარით ყოფილა გადახურული.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 329.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ცხვარიჭამიას პატარა საყდარი დაარქივებული 2011-08-15 საიტზე Wayback Machine.