ცხავერის მესამე ნასოფლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ცხავერის მესამე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის სამხრეთით, კაჩაანთ უბანში, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნასოფლარზე იპოვება წითლად გამომწვარი, უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, გამოვლენილია რამდენიმე ხელოვნური ტერასა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერაძე ე., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 210.