ცრუ ცოლიკოური
ცრუ ცოლიკოური — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი საშუალო სისქისაა, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, საშუალო სიმკვრივის, სასიამოვნო გემოთი.
ცრუ ცოლიკოური საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანი ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 175-200 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5-8.0 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 455