ცრუდიმიტრი I (კირილიცა Лжедмитрий) — რუსეთის ცარი გახდა 1605 წლის 21 ივლისს. დაიბადა 1581 წელს, ხოლო გარდაიცვალა 1606 წლის 17 მაისს. ცრუდიმიტრის ნამდვილი სახელი იყო გრიგორი ოტრეპიევი . გრიგორიმ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაიბრალა, რომ ის უგლიჩში მოკლული დიმიტრი ივანეს ძე იყო, რომელიც ვითომდა შემთხვევით გადაურჩა მკვლელობას. გაღატაკებული მოსახლეობა იჯერებდა გრიგორის ტყუილებს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

ცრუდიმიტრი I
Лжедмитрий I
რუსეთის მეფე
მმართ. დასაწყისი: 21 ივლისი 1605
მმართ. დასასრული: 17 მაისი 1606
წინამორბედი: თედორე II
მემკვიდრე: ვასილ IV
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1581
გარდ. თარიღი: 17 მაისი 1606
გარდ. ადგილი: მოსკოვი,
დინასტია: შუისკები
მამა: უცნობია
დედა: უცნობია
ხელმოწერა:

1604 წელს ცრუდიმიტრი პოლონელებთან და კაზაკებთან ერთად მოსკოვისკენ გაემართა. 1605 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ბორის გოდუნოვი გამეფდა მისი 16 წლის ვაჟი თედორე II, მას მეფობა არ ეწერა რადგან, იმავე წელს ცრუდიმიტრი შევიდა მოსკოვში ამოწყვიტა გოდუნოვების ოჯახი და თავი მეფედ გამოაცხადა. მან ვერ შეძლო ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამოყვანა ამიტომ მისი მეფობის ერთი წლის თავზე ის შეთქმულებმა მოკლეს.

ცრუდიმიტრი I მიუძღვის აჯანყებულ მოსახლეობას , რომლებიც მოსკოვში შედიან

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ცრუდიმიტრი I
წინამორბედი:
თედორე II
 
რუსეთის მეფე

1605—1606
შემდეგი:
ვასილ IV