ცოცოლთის წმინდა გიორგის ეკლესია

ცოცოლთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ცოცოლთაში, დგას შუა სოფელში მოსწორებულ ადგილას, აგებულია XIX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია გეგმით შიგნით და გარედან სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია დაბალი და განიერი, სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთ კედელში სამი მცირე ნიშანია. მსგავსი ორი ნიშანი დასავლეთ კედელშიცაა. ეკლესიის შიდა სივრცე დასრულებულია ხის შეფიცრული ბრტყელი ჭერით. ჭერის ზემოთ სხვენია, რომელიც ნათდება აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო მცირე თაღოვანი სარკმლით. გარედან ეკლესის კედლები ინტერიერის მსგავსად შელესილი და შეთეთრებულია. სახურავი ორ ფერდაა. თუნუქის ეკლესიას გარს აკრავს დაბალი სწორ კუთხა მოხაზულობის გალავანი, რომელიც ნაგებია ქვის მშრალი წყობით.

ლიტერატურა

რედაქტირება