ცოტნე ყავლაშვილი

საქართველოს გენერალური აუდიტორი

ცოტნე ყავლაშვილი (დ. 19 იანვარი, 1983) — ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი. საქართველოს გენერალური აუდიტორი 2022 წლის 21 სექტემბრიდან.[1]

ცოტნე ყავლაშვილი
დაბადების თარიღი 19 იანვარი, 1983 (1983-01-19) (41 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა გენერალური აუდიტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2004 წელს. ამავე უნივერსიტეტში 2006 წელს მიიღო ეკონომიკის და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი.

გენერალური აუდიტორის პოზიციაზე არჩევამდე მუშაობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ (2015-2022) და სახელმწიფო ხაზინის უფროსად (2013 - 2022).

მისი პროფესიული კარიერა 2006 წლიდან ფინანსთა სამინისტროში დაიწყო. სხვადასხვა წლებში იყო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სპეციალისტი საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების და საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოებში (2006-2015). მუშაობდა „საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაციის დამხმარე პროექტში“ (2005-2006).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება