ცორცორას სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ცორცორას სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თბილისის სოფელ დიღმის ჩრდილო-დასავლეთით, ნაოქიანის ხევის ჩრდილოეთით, ე. წ. ცორცორას მთაზე, თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამარხები 0,5-1 მეტრის სიღრმეზე თირშია ჩაჭრილი და ქვიშაქვის ფილებისგან შეკრულ ქვაყუთს წარმოადგენს. მათი უმეტესი ნაწილი კოლექტიურია. თითოეულ მათგანშ 2-5 მიცვალებული ესვენა გულაღმა, გაშოტილი, თავით დასევლეთისაკენ. ცორცორას სამაროვანზე აღმოჩენილი ინვენტარი ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნიკოლაიშვილი ვ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 279.