ცოლიკოური წვრილმარცვალა
ცოლიკოური წვრილმარცვალა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ძალიან სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, დატოტვილი, თხელი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მოყვითალო-მომწვანო. კანი სქელი და მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი, სასიამოვნო გემოთი.
სიმწიფის საგვიანო პერიოდის ჯიშია.
გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 455