ცოლები და ქმრები (ტელესერიალი)

(გადამისამართდა გვერდიდან ცოლები და ქმრები (სერიალი))


ცოლები და ქმრები — ქართული კომედიური სიტკომის ჟანრის ტელესერიალი, რომელიც ტელეკომპანია GDS-მა და ღამის შოუს სტუდიამ გადაიღო 2015 წელს.

ცოლები და ქმრები
ჟანრი სიტკომი
სცენარი ირაკლი ვახტანგიშვილი
თორნიკე რევია
სანდრო გაბისონია
თორნიკე პარუნაშვილი
ქეთი ელიეშვილი
ეკა ელიეშვილი
რეჟისორი ბაჩო ქაჯაია
მონაწილეობენ ვასიკო ოდიშვილი
მაია გელოვანი
თორნიკე პარუნაშვილი
ნინო შავგულიძე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 2
სერია 115
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ბერა ივანიშვილი
ლევან დაბრუნდაშვილი
ჯაბა მელაძე
ირაკლი კაკაბაძე
პროდიუსერ(ებ)ი გვანცა ფარეიშვილი
მარიამ მდინარაძე
მონტაჟი სანდრო ღაღანიძე
ოპერატორი ბექა მაკაშვილი
გიორგი ჭიღლაძე
ბექა ჯანელიძე
ნიკა შერვაშიძე
ბახა ზამთარაძე
გია ღრეული
ხანგრძლივობა 22 წუთი
კომპანია GDS PRODUCTIONS
ღამის შოუს სტუდია
ეთერი
ორიგინალური არხი GDS
ჩვენების ფორმატი 1080HD
დაკავშირებული შოუები მზარეულები (სერიალი)
საიტი

გადაღება

რედაქტირება

ღამის შოუს სტუდია და ტელეკომპანია GDS სერიალისთავის ამზადებდა დეკორაციას და გადაღებები მიმდინარეობდა პავილიონში 3 მთავარ ლოკაციაში: გოჩას და რუსოს სახლში, ნინის და ნიკა სახლში დაბარში, სტუდიის დიზაინს ქმნიდნენ ვანო ჭელიძე, თიკო გუჯაბიძე და დადუნა ღლონტი

ახალგაზრდა ნიკა და ნინი ნიშნობის შემდეგ ახალ სახლში ცოლქმრობის 15-წლიანი გამოცდილების მქონე გოჩას და რუსოს კარის მეზობლად გადადიან. ნიკას ბავშვობის მეგობარი თორნიკე ამით უკმაყოფილოა, თუმცა ის არ წყვეტს ნიკასთან მეგობრულ ურთიერთობას. პირიქით, მთელი სამეზობლოს მეგობარი და ყველა ისტორიის აქტიური თანამონაწილე ხდება.

მსახიობი გმირი აღწერა
ვასიკო ოდიშვილი გოჩა დვალი ფლობს გადაზიდვების კერძო კომპანიას. სულ სამი ტრაილერი ჰყავთ, რომელთაც, ძირითადად ქათმის ბარკლები გადააქვთ. წუწურაქია, თუმცა შვილისთვის არაფერი ენანება. წარმატებული მეთევზე არ არის, მაგრამ ყოველ შაბათ-კვირას თევზაობს და ფულს არც სათევზაო ინვენტარზე ზოგავს. წვრილმანებში ფულის ხარჯვა არ უყვარს და "ანგარიშიანია". ცოტა ბუზღუნაა და უყვარს როცა მთვრალია, ერთი და იგივე ისტორიებს ყვება. გატაცებულია სპორტის უამრავი სახეობით, კერლინგით, სოფთბოლით, მაგიდის ჩოგბურთით და ა.შ.
მაია გელოვანი რუსო კერვალიძე პროფესიით ალერგოლოგია. ბევრი პაციენტი არ ჰყავს და, ძირითადად, უსაქმურად ზის სამსახურში. ძალიან უყვარს თავის მოვლა და გამუდმებით ათასნაირ კოსმეტიკურ საშუალებას ყიდულობს. მან და გოჩამ ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს. კლასელები იყვნენ და ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ. რუსო მას საწოლში პატარა უფლისწულს ეძახის და გოჩას ეს დიდად არ სიამოვნებს, მაგრამ არ იმჩნევს. მივლინებიდან ჩამოაქვს უცნაური უსარგებლო სუვენირები: პოლონური შუბი, ესტონური ხემი, შვეიცარული ფრთა და ა.შ. "ეგზისტენციალური კრიზისი" აქვს ხოლმე. სჯერა კარგის და მსგავსი რაღაცების
თორნიკე პარუნაშვილი ნიკა ნიჟარაძე წარსულში ფრიადოსანი დედისერთა ბიჭია, რომელიც ბავშვობაში დედას ყველაფრის წრეზე დაჰყავდა, რაც კი არსებობს (მათ შორის "კავკასიური ცარცის წრეზეც"). კარგი ენციკლოპედიური ცოდნა აქვს და ხშირად ისეთ არასაჭირო ონფორმაციას აწვდის თანამოსაუბრეს, მხოლოდ მან და გუგლმა რომ იციან. ძალიან მოწესრიგებულია. არ ეწევა, არ სვამს და ძალიან მალე თვრება. უყვარს ლაშქრობები და აქვს შესაბამისი ინვენტარი. არ იცის მანქანის მართვა და საერთოდ ცუდად ერკვევა ავტომობილებში. ადვილად მიდის დათმობაზე, განსაკუთრებით ნინისთან.
ნინო შავგულიძე ნინი ცუდი კულინარია და დიდად არც ცდილობს საჭმელების კეთებას. Facebook-ზე დამოკიდებული გოგოა: ლაიქებისთვის, სულ ფოტოებს ტვირთავს და ა.შ. სადაზღვევო აგენტია და მრავალპროფილურ დაზღვევებზე მუშაობს. ჰყავს ნისან მარჩი. ეჭვიანია და ადვილად იბუტება ყველაფერზე, მაგრამ მალევე გადაუვლის ხოლმე. არცერთი ქვეყანაში არ არის ნამყოფი და ხან სად უნდა წასვლა ხან, სად. ყველაფრის ნახვა სურს, თან ერთდროულად. ჰყავს ტიპური ქერა დაქალი სატელეფონო საუბრისათვის და მის ყველაფერს საერთო ჰქონდეთ მას ნიკას.
გიორგი კალანდარიშვილი თორნიკე მექალთანე ბიჭია, რომელიც "მამით ფულებით" ცხოვრობს. ტრადიციული ოჯახიდანაა და უკვე დიდი ხანია ეკითხებიან, რატომ არ მოჰყავს ცოლი. ჰყავს პატარა ძმა, რეზი. გოგოებს ადვილად ხიბლავს თანაც ყველასთან ინდივიდუალური მიდგომა აქვს, წინასწარ მომზადებული შაბლონების გარეშე. ქალებთან სამი ძირითადი პრინციპი აქვს: გათხოვილებს, დანიშნულებს და დაკუნთულ ძმებიანებს ახლოს არ ეკარება, თუმცა ამ უკანასკნელ პრინციპზე შეიძლება უარიც თქვას, ყველგან და ყველაფერში შეუძლია ნაცნობის გამოძებნა. თორნიკე ნიკას ბავშვობის მეგობარია და ეჭვიანობს, ჰგონია, რომ ნინის გამო "დაკარგავს".
მანანა კაზაკოვა ლია 50 წლამდე ქვრივია, რომელსაც ქმარი ადრე გარდაეცვალა. მთელი ენერგია ნიკას აღზრდას მოანდომა და თავის ჭკუაზე-აღზარდა. სკოლაში ხელოვნების მასწავლებელი იყო და ნიკას და ნინის ამბის გამო სამსახურიდან წამოვიდა, რათა მათ" მოუაროს". ცალკე ცხოვრობს, მაგრამ ნინის და ნიკას მისაღები აქვს და როცა უნდა მიდის მათთან. ხშირად მიაქვს საჭმელი, თუმცა, ამას მათზე ზრუნვას მიაწერს. როცა ნინი მისი რძალი გახდა ბოლომდე აღფრთოვანებული არ დარჩა, ნიკასთვის უკეთესი უნდოდა, მაგრამ შვილის არჩევანს პატივს სცემს
სათაური ეპიზოდი შინაარსი
გადმობარგება 1 ახალდაქორწინებული წყვილი თორნიკე და ნინი ახალ ბინაში გადადიან და სახლის მოწყობით არიან დაკავებული. მათ მყუდროებას ექსცენტრიული მეზობლები არღვევენ
რომანტიკული ვახშამი 2 ნინის ნიკასთვის გემრიელი ვახშმის მომზადება უნდა. რჩევისთვის რუსოსთან მიდის, დიდი მონდომების მიუხედავად საღამოს დიდი სიურპრიზით სრულდება
უმუშევარი ნიკა 3 ნიკა სამსახურს კარგავს. მის ბარათზე დარჩენილ დანაზოგს ნინი და რუსო ბოლომდე დახარჯავენ, მაგრამ მთავარი ახლა ნიკას დედისთვის ქალბატონი ლიასთვის უმუშევრობის ამბის დამალვაა.
ავადმყოფი გოჩა 4 გოჩას რადიკულიტი ემართება, მას მედდობას რამდენიმე საათით ნინი გაუწევს, თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცის რომ ეს გამოცდილება მას სახლშიც გამოადგება.
ეჭვიანობა 5 რუსო ნიკას უცნობ გოგონასთან ერთად დაინახავს და გოჩას მისი ვინაობის დადგენას სთხოვს, გამოძიება წინ მიიწევს და საღამოს უკვე გოჩას ტელეფონში ახალი მტკიცებულება ჩნდება
გამოძიება 6 ნიკას საქმის გამოძიებაში მისი მეგობარი თორნიკეც ერთვება, აღშფოთებული რუსო ახალგაზრდა წყვილის განმარტოებაზე ზრუნავს და გოჩას მათთვის ლოპოტას საგზურის ყიდვას სთხოვს.
გაბრაზებული რუსო 7 ნინი და ნიკა ლოპოტაზე მიდიან, მათ სახლში კი ყველას ერთად მოუნდება თავის შეფარება. გოჩა რუსოს ემალება, თორნიკეს კი თამაში და განმარტოება უნდა. თუმცა მათ არ იციან რა სიურპრიზი ელით წინ
ფეხმძიმე ნინი 8 გოჩას დანაშაულის გამოსყიდვა სურს და რუსოსთვის სურპრიზის მომზადებას გეგმავს. ნიკას დედას ქალბატონ ლიას ნინი ფეხმძიმედ ჰგონია და მოულოდნელი მზრუნველობით აოცებს რძალს
დაბადების დღე 9 გოჩას დაბადების დღე აქვს. იუბილარი ერთი დღით დაივიწყებს სიძუნწეს და პატარა სუფრის გაშლას გადაწყვეტს. პროდუქტსაც საგულდაგულოდ მოიმარაგებს, მაგრამ ბედიის ირონიით სხვაგან დაუშვებს შეცდომას
სიმთვრალე 10 ნინი და ნიკა წვეულებაზე წასასვლელად ემზადება, თორნიკეს წყალობით ნიკას კარგად გამოთვრობას მოასწრებს, რის გამოც მეორე დღეს გაბრაზებული ცოლის შემორიგება უხდება
ფოტოაპარატი 11 გოჩა ნიკას ძვირადღირებულ ფოტოაპარატს გააფუჭებს და საგონებელში ჩავარდება არ იცის რა გააკეთოს და როგორ უთხრას ეს ნიკას. თორნიკეც შარშია როგორმე უნდა დაიძვრინოს თავი ჯარიდან
ქორწილის იდეა 12 ნინი და ნიკა დილემის წინაშე დგანან: ვერ გადაუწყვეტიათ ქორწილი გადაიხადონ თუ სამოგზაუროდ წავიდნენ, რომელს უფრო მეტი მოწონება ექნება თეთრ კაბას თუ ეიფელის კოშკთან გადაღებულ ფოტოს?
გარიგება 13 გოჩა და რუსო სკოლის საიუბილეო ბანკეტისათვის ემზადებიან და ჯერ არ იციან რამდენი მსხვერპლის გაღება მოუწევთ ამისთვის. თორნიკეს კი ნიკას დედა გოგოს ურიგებს, ნიკა და ნინი კი ჰპირდებიან, რომ გოგოს უკანმოუხედავად გააქცევენ.
ხინკლები 14 გოცას ლიფტში შვილის გამოგზავნილი საჩუქარი ჩაეკეტება და მთელი დღე ყარაულობს, რომ ვინმემ არ დაასწროს აღება. მას სჯერა, რომ ყუთში სათევზაო აღჭურვილობა დევს, ფეისბუქის კომენტარის შემდეგ ნინი გადაწყვეტს დიეტა დაიწყოს, ლიას კი ზუსტად მაშინ მოუნდება მადისაღმძვრელი კინკლის გაკეთება
ფოტო-კონკურსი 15 ნიკა ფოტო-კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს, რომლის თემაა ოჯახური ძალადობა და დახმარებისთვის მეზობლებს მიაკითხავს. გოჩამ და რუსომ ოჯახური ძალადობის სცენა უნდა გაითამაშონ
მანქანა 16 რუსო და გოჩა მანქანის ყიდვას გადაწყვეტენ, გოჩა როგორც ყოველთვის ფულს ვერ იმეტებს ამიტომ სპეციალურ ტაქტიკას შეიმუშავებს, მან იცის თუ როგორ უნდა დააკლებინოს ფასი მანქნის ფლობელს. საქმეში თორნიკეც ერთვება და ყველაფერს ტავდაყირა აყენებს
ქათამი 17 გოჩა სოფლიდან ქათამს ჩამოივანს, მაგრამ მის დაკვლაზე უარს ამბობს. რუსო იძულებულია ამის გაკეთება ლიას სთხოვოს. კართან დატოვებულ ქათამს დედამთილის მოსვლამდე ნინი აღმოაჩენს და ვახშმის ამბავი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება
უბნის ინსპექტორი 18 გოჩას გარაჟის ხელმოწერა უნდა და მეზობლების ხელომწერას აგროვებს. ერთ-ერთი მეზობელი წლებია არ გამოჩენილა და გოჩა ცდილობს მისი ხელმოწერა გააყალბოს. იმავე დღეს კორპუსში უბნის ინსპექტორი მოდის შემოწმებაზე, გოცას ისღა დარცენია ჩემოდანი ჩაალაგოს და თავშესაფარი მოძებნოს
ბეჭედი 19 თორნიკეს გოგოს მოხიბვლა უნდა, რომელასც ცოლიანი კაცები მოსწონს. ერთ დღეს ნიკას ბეჭედს ითხოვებს, თუმცა დაპირებულ დროს ვეღარ უბრუნებს, ახლა ისღა დარცენია მოიფიქრონ როგორ აირიდონ თავიდან ნინის რისხვა
ახალი სავარძელი 20 რუსო ახალ სავარძელს იყიდის, გოჩას რეაქციის გასაგებად სავარძელი პირველად ნიკასთან მიაქვს. მას შემდეგ რაც წუწურაქი გოცა მეზობელს შენაძენს დაუწუნებს რუსო და ნიკა იძულებული არიან სიტუაციიდან გამოსავალი ეძებონ
ბევრი თევზი 21 ნინი და ნიკა შემთხვევით გაიგებენ, რომ ლიამ ტურისტულ სააგენტოში რომის საგზურები იყიდა და მოუთმენლად ელოდებიან მის მოსვლას. რუსო და გოჩა კი სათევზაოდ მიდიან და იმდენ თევზს დაიჭერენ, რომ ახლა მათი საზრუნავი გასაღები ბაზრის პოვნაა
ვირთხა 22 თორნიკეს ზაზუნა რუსოს და გოჩას სახლში შეიპარება ცოლ-ქმარს ის ვირთხა ჰგონიათ და მოსაკლავად დასდევენ. ნიკა და ნინი კი ლიას დაჩექინებას ელოდებიან რომიდან და ნერვიულობენ თუ რატომ აგვიანებს კონტაქტზე გამოსვლას
საყიდლები 23 ლიასგან მიტოვებული ნინი და ნიკა მაღაზიებში წასვლას და პროდუქტების ყიდვას გადაწყვეტენ. უკან დაბრუნებულები ხვდებიან, რომ შიმშილი ოჯახში ისევ აქტუალური თემაა
ნინის თაყვანისმცემელი 24 ნინი გადაწყვეტს ნიკა აეჭვიანოს და დახმარებას თორნიკეს სთხოვს. მალე ნინის ფოტოებზე "თემოს" კომენტარები და მოწონება ჩნდება, ტელეფონზე კი გამუდმებით შეტყობინების ხმა ისმის. როგორ მოიგერიებს ნიკა ცოლის უცნობ თაყვანისმცემელს
ძაღლის ნაკბენი 25 გოჩას ძაღლმა უკბინა და ახლა ახალი პრობლემის წინაშე დგას, აცრა უნდა გაიკეთოს და ნემსის ძალიან ეშინია, თანაც ექვსი თვე ვერ დალევს. როგორ მოიქცევა გოჩა და რა საჩუქარს გამოჰკრავს რუსო ამ ინციდენტით?
ბატონები 26 ლიას ჰგონია, რომ ნიკას "ბატონები" აქვს და ნინისთან ერთად მისი კაპრიზებითაა დაკავებული. გოჩა კი თორნიკეს მიჰყვება საქმის გასარცევად და სერიოზულ პრობლემებში გაეხვევა
ტატუ 27 ნინის "ტატუს" გაკეთება უნდა და ნიკას სთხოვს საინტერესო ვარიანტები ურჩიოს. ქმის ირონიული კომენტარების შემდეგ ნინი გადაწყვეტს შური იძიოს ნიკაზე
სანაძლეო ბარში 28 გოჩა და თორნიკე ბარში სანაძლეოს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგოს შეაბამს. მალე მათ ნინიზე განაწყენებული ნიკაც შემოუერთდება და გოგონების ყურადღების ცენტრში სწორედ ის ექცევა
კუკური დვალი 29 გოცას და რუსოს სოფლიდან ნათესავი ესტუმრება და რამდენიმე დღე მათთან აპირებს დარჩენას, შეშფოთებული გოჩა ცდილობს მასპინძლის პასუხისმგებლობიდან თავი დაიძვრინოს, მაგრამ კუკური დვალი მის სიძეს დიდ გამოცდას მოუწყობს
კარნავალი 30 ნინი და ნიკა კარნავალისთვის ემზადებიან. დიდი ხნის ბჭობის შემდეგ გადაწყვეტენ რა კოსტიუმები ჩაივან მაგრამ მოულედნელი ინციდენტის გამო მათი გეგმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
საბა 31 რუსო და გოჩა შვილის დასახვედრად ემზადებიან და დიდი მონდომებით ადგენენ სუფრაზე გასატანი კერძების სიას, მათ ჯერ არ იციან, რომ დიდი სიურპრიზი ელით. ევროპიდან დაბრუნებულ საბას ქართველობა აქვს დაკარგული
ახალი წელი 32 მეზობლები ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან , 12 საათის დადგომასთან ერთად ნაძვის ხის ქვეშ საიდუმლო სანტას მიერ დატოვებული საჩუქრების გახსნის დროც დგება. რა სიურპრიზს უმზადებს ძუნწი გოჩა ცოლს...

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება