ციხიებნი
ციხიებნი — არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახიელის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 300 მეტრზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეების დასასრულით. გაშენებულია ციცაბო ფერდობზე, ტერასულად. მის თავში შეინიშნება კოშკის ნაშთი. ნასოფლარის ტერიტორიაზე ზედაპირულად დიდი რაოდენობით მოიპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები, ანაკრეფი მასალა, ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოჭური გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 223.