ციცქა საჩხერულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ციცქა საჩხერული
ციცქა საჩხერული

სახელწოდება მიღებული აქვს მტევნების გამო, რომელთა ფორმა და ზომაც ძალიან ჰგავს ნამდვილი ციცქას მტევნებს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თითქმის მთლიანი, ზოგჯერ სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად კონუსური ფორმის. ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ თითქმის ოვალური, მომწვანო-მოყვითალო. კანი თხელი და მკვრივი აქვს, კარგად გამოხატული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია.

საჩხერული ციცქა საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 146 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 130-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 11.7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.0-6.0 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 446
  • Ампеолграфия СССР, т. III. стр. 105, 1966 г.