ციცინო ციციშვილი
ციცინო ციციშვილი (დ. 30 აგვისტო, 1936) — ქართველი კინომსახიობი, ქიმიკოსი.
ციცინო ციციშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1936 |
საქმიანობა | კინომსახიობი, ქიმიკოსი |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1959 წელს. კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მიიწვია მთავარ როლზე ფილმში „სხვისი შვილები“. წარმატებულ დებიუტს მოჰყვა ერთ-ერთი მთავარი როლი კინონოველაში „თავადის ქალი მაია“ („ერთი ცის ქვეშ“, ლ. ღოღობერიძე, 1961). შეასრულა პატარა როლი ფილმში „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (მ. კოკოჩაშვილი, 1981).