ციცინათელები (ლათ. lampyridae) — მწერები ხოჭოების ოჯახის. აქვთ წაგრძელებული მუქი ფერის სხეული. დედლები მატლს ჰგვანან. ღამის მწერები არიან. ციცინათელების ზოგი სახეობის ზრდასრულ დედლებს მუცლის ბოლოზე აქვს მანათობელი ორგანო. მრავალი სახეობის მატლები და კვერცხებიც ანათებენ. ციცინათელების ოჯახში 2000-მდე სახეობაა. ტროპიკულ აფრიკაში ციცინათელების ერთ სახეობას ფანრის მაგივრად იყენებენ. ამისათვის რამდენიმე მანათობელ ციცინათელას მარლის ტომარაში ათავსებენ და ასე ინათებენ გზას. ადგილობრივი გოგონები სილამაზისთვის ციცინათელებს თმაშიც იმაგრებენ.

ციცინათელები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
lampyridae

ლიტერატურა

რედაქტირება