ცისფერი მოცეკვავეები

ცისფერი მოცეკვავეები (ფრანგ. Danseuses bleues) — ფრანგი იმპრესიონისტი მხატვრის ედგარ დეგას მიერ 1897 წელს შესრულებული ნახატი. ინახება პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვში, ნახატი აქ 1948 წელს ახალი დასავლური ხელოვნები მუზეუმიდან იქნა გადმოტანილი; 1918 წლამდე იმყოფებოდა სერგეი ივანოვიჩ სუკინის კოლექციაში. ნახატი, შექმნის შემდეგ, თავდაპირველად დიურან-რიუელის კოლექციაში ინახებოდა, პარიზში.

ცისფერი მოცეკვავეები
Danseuses bleues
ავტორი ედგარ დეგა
წელი 1897
კატალოგი 1095, MS-343 და 1274
ტიპი პასტელი ქაღალდზე
სიმაღლე 65
სიგანე 65
ქალაქი მოსკოვი
მუზეუმი პუშკინის მუზეუმი

ნახატი შერსულებულია პასტელით 65×65 სმ ზომის ქაღალდზე[1].

შექმნის ისტორია

რედაქტირება

ნახატი ედგარ დეგას შემოქმედების გვიან პერიოდს ეკუთვნის, როდესაც მისი მხედველობა დასუსტდა და მან დიდი ფეროვანი ლაქებით მუშაობა დაიწყო და უმეტეს ყურადებას ნახატის ზედაპირის დეკორატიულ ორგანიზებას ანიჭებდა[2]. მოცეკვავეების თემატიკა ძალიან ახლო იყო მხატრვისთვის და არაერთხელ მეორდებოდა პასტელის, ზეთოვანი ფერწერისა და ნახატის ტექნიკაში. ზოგიერთი კრიტიკოსის თვალსაზრისით სილამაზით, ფერთა ჰარმონიითა და კომპოზიციური გადაწყვეტილებით ნახატი „ცისფერი მოცეკვავეები“ შეიძლება მიჩნეულ იქნას დეგას მიერ ამ თემის განსახიერების საუკეთესო მაგალითად, რომელშიც მან შეძლო ფაქტურისა და ფერთა შეხამების სიმდიდრის ზღვრული დონის მიღწევა[3].

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Размер полотна по официальным данным сайта Государственного музея изобразительных искусств имени А. С. Пушкина
  2. Описание картины. Статья на сайте world-art.ru
  3. Описание картины. Статья на сайте impres-paint.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-03. ციტირების თარიღი: 2013-10-14.