ცისარენკოს სახლი (რუს. Дом Цысаренко) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია 1810 წელს. შენობა ისტორიულად ითვლება, რადგან მას ხშირად სტუმრობდა მწერალი ანტონ ჩეხოვი. სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1].

ცისარენკოს სახლი
რუს. Дом Цысаренко
კოორდინატები 47°12′37″N 38°56′22″E / 47.210247° ჩ. გ. 38.939416° ა. გ. / 47.210247; 38.939416
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ადრეული კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1810
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101145000

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 55[2].

ტაგანროგის პირველი სამოქალაქო ქალაქისთავი იყო ტიხონ ცისარენკო, რომელიც აირჩიეს 1786 წელს[3]. სწორედ მან ააშენა სახლი ბერძნების ქუჩა 55-ში 1810 წელს[4]. 1826 წელს ქალაქის სამშენებლო კომიტეტმა ცისარენკოსაგან იყიდა სახლი, რათა მასში განეთავსებინა არქივი, სასამართლო და ქალქისთავის ადმინისტრაცია[2]. წყაროებში ასევე მოიხსენიება ტაგანროგის მემკვიდრეობით საპატიო მოქალაქე ივანე ცისარენკო - სავარაუდოდ ტიხონ ცისარენკოს შვილი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ალექსანდრე I-ის დასახვედრად გამართული ღონისძიებების შესრულებაში. 1831 წელს იგი იყო პირველი ექვსადგილიანი საკრებულოს წევრი[3]. ითვლებოდა მესამე გილდიის ვაჭრად და ვაჭრობდა რკინის საქონლით[2]. მას ჰყავდა სამი ბიჭი და ერთი გოგო[3]. წყაროებში ასევე მოხსენიება ტიხონ ცისარენკოს შვილიშვილი პეტრე ივანეს ძე ცისარენკო, რომელიც 1852 წელს დაქორწინდა ვაჭრის შვილ ალექსანდრა სიმაჩევაზე[2].

თავდაპირველად ცისარენკოს სახლის გამოსყიდვა აუცილებელი გახდა, რადგან ქალაქში მოემგზავრებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები. დედოფალმა ელისაბედ ალექსის ასულმა სახლი იყიდა და მეუღლესთან ერთად დარჩა მასში. ცისარენკოს სახლის ღირებულება იყო 49 000 რუბლი. 1844-1854 წლებში სახლსი ცხოვრობდა გენერალ-მაიორი ალექსანდრე ლივენი.

1873 წლიდან 1907 წლამდე სახლში განთავსებული იყო ქალაქის მთავრობა და ქალაქის ბანკი. 1874 წელს სახლის ქვედა სართულზე გაიხსნა ვაშჩინენკოს ბიბლიოთეკა. 1876 წელს სახლის ერთ-ერთ ოთახში გაიხსნა საზოგადოებრივი ბიბლიოტეკა, რომელსაც გიმნაზიაში სწავლისას ხშირად სტუმრობდა მწერალი ანტონ ჩეხოვი და ისტორიკოსი პავლე ფილევსკი[5]. 1877 წელს ბიბლიოთეკა გადავიდა დაშკევიჩის სახლში[2].

1907-1909 წლებში შენობაში მდებარეობდა საზოგადოებრივი ბანკი. 1903 წელს სახლის ნაწილში გადავიდა იანოვიჩის გიმნაზია.

1914-1917 წლებში შენობაში განთავსებული იყო ქირურგიული ლაზარეთი № 4. 1992 წლიდან სახლს იცავს კანონი, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას[1].

ორსართულიანი ქვის სახლი[2] აგებულია მაღალ ცოკოლზე ადრეული კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

  1. 1.0 1.1 Объекты культурного наследия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-20. ციტირების თარიღი: 2017-03-22.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Цысаренко дом//Энциклопедия Таганрога, Ростов-на-Дону, Росиздат, 2003
  3. 3.0 3.1 3.2 Дом 78. Греческая улица. Дом 78. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-19. ციტირების თარიღი: 2017-03-22.
  4. Цысаренко Тихон. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-01. ციტირების თარიღი: 2017-03-22.
  5. Дом 55. Греческая улица. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-01. ციტირების თარიღი: 2017-03-22.