რევაზ ცირეკიძე
(გადამისამართდა გვერდიდან ცირეკიძე, რევაზ)
რევაზ ცირეკიძე (დ. 28 მარტი, 1934, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 27 იანვარი, 2007, თბილისი, საქართველო) — ქართველი საბჭოთა მოფარიკავე, საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ჭაბუკთა შორის, სსრკ-ის ჩემპიონატების ორგზის ვერცხლის პრიზიორი, სამგზის ოქროს მედლის მფლობელი, მელბურნის ოლიმპიადის მონაწილე, ბუდაპეშტის საერთაშორისო ფესტივალის ჩემპიონი, ეროვნებათა საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის მედალოსანი.
რევაზ ცირეკიძე | |
---|---|
ქვეყნის წარმომადგენელი | სსრკ[1] |
დაიბადა |
28 მარტი, 1934 ქუთაისი |
გარდაიცვალა |
17 იანვარი, 2007[2] (72 წლის) თბილისი |
რევაზ ცირეკიძე გარდაიცვალა თბილისში 2007 წლის 17 იანვარს. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი ე. (მთ. რედ.), „სპორტის ენციკლოპედია“, თბ., 2006, გვ. 593