ცირა ქრისტესიაშვილი

ქართველი ექიმი, მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცირა ქრისტესიაშვილი (დ. 22 აპრილი, 1954, გორი) — ქართველი ექიმი, მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1977-1978 წლებში გაიარა ინტერნატურის კურსი. 1978-1980 წლებში იყო ახრისის საექიმო ამბულატორიის გამგე. 1980-1983 წლებში თბილისის მე-8 პოლიკლინიკის ექიმი-კარდიოლოგი, 1983-1985 წლებში კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის ქრონიკული კორონარული ნაკლოვანებების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა გულის იშემიური დაავდების დიაგნოსტირების საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მიოკარდიუმის გარდამავალი იშემიის გავლენა ერთეული ექტოპიური შეკუმშვების ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პირებში“, დაიცვა 1992 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება