ცინკოგრაფია (გერმ. Zink — „თუთია“ და ... გრაფია) — კლიშეს დამზადების ფოტომექანიკური ხერხი. გამოსახულების ნეგატივის პირი გადააქვთ შუქმგრძნობიარე შრით დაფარულ თუთიის ან მაგნიუმის შენადნობების ფირფიტაზე, რომლის ზედაპირის ამოჭმით მიიღება რელიეფური საბეჭდი ელემენტები.

1850 წელს ცინკოგრაფია პირველად გამოიყენა ფრანგმა ფ. ჟილომ, რომელმაც დამუშავა ჟილოტიპიის ხერხი. 1862 წელს ინგლისელმა გ. ჯეიმზმა ხელით შესასრულებელი სამუშაო პროცესები შეცვალა ფოტოპირგადაღებით. ამ ახალ ხერხს უწოდეს ფოტოცინკოგრაფია.

ლიტერატურა რედაქტირება