ციგურებით ჩქაროსნული სრიალი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ციგურებით ჩქაროსნული სრიალი}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ციგურებით ჩქაროსნული სრიალი (speed skating).
თავდაპირველად ყინულზე ციგურაობა (skating) გულისხმობდა ჩქაროსნულ სრიალსა (speed skating) და ფიგურულ სრიალს (figure skating). ამჟამადაც სპორტის ეს ორი სახეობა და მოგვიანებით შემოღებული მოკლე ტრეკზე ჩქაროსნული სრიალი (short track speed skating) სპორტის ზამთრის სახეობათა ერთ ჯგუფს (ციგურაობა — skating) განეკუთვნება.
ციგურებით სრიალს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ხანგძლივი ისტორია აქვს. ისტორიული დოკუმენტური მასალა ცნობილია XIII საუკუნიდან. ნიდერლანდებში შეჯიბრებები იმართებოდა 1676 წლიდან. პირველი რეგისტრირებული ჩემპიონატი გაიმართა ნორვეგიაში 1863 წელს. 1892 წელს ჩამოყალიბდა მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირი (ISU), რომელშიც ამჟამად 60 ქვეყანაზე მეტია გაერთიანებული (მათ შორისაა საქართველოს ფიგურული სრიალის ასოციაცია). ციგურებით ჩქაროსნული სრიალი ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 1924 წლიდან. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები ვაჟთა შორის იმართება 1893 წლიდან, ხოლო ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი — 1936 წლიდან, ევროპისა კი — 1970 წლიდან. ჩემპიონატების ჩატარება სპრინტერულ მრავალჭიდში დაიწყეს 1972 წლიდან.
თითქმის ნებისმიერი რანგის ჩემპიონატის (საკლუბო, ნაციონალური, ევროპის, მსოფლიო) პროგრამაში, როგორც წესი, გათვალისწინებულია შეჯიბრებები 4 კლასიკურ დისციპლინაში, როგორც ვაჟებისათვის ისე ქალებისათვის. ეს დისციპლინებია: • ვაჟებისთვის — 500, 1500, 5000 და 10000 მეტრი, • ქალებისათვის — 500, 1500, 3000 და 5000 მეტრი ჩემპიონატზე გამარჯვებული ვლინდება როგორც ცალკეულ დისციპლინებში (მათ გადაეცემათ შესაბამისი მცირე მედლები), ისე მრავალჭიდში, ოთხივე დისციპლინაში დაგროვებული ქულების ჯამით (მათ გადაეცემათ შესაბამისი დიდი მედლები). მრავალჭიდის შედეგის დასაანგარიშებლად გამოიანგარიშება თითოეული დისციპლინის ქულა, რაც ტოლია მოცემულ დისტანციაზე საშუალოდ 500 მეტრის გარბენაზე დახარჯული დროის (მაგალითად თუ სპორტსმენმა 1500 მეტრზე შეჯიბრისას აჩვენა დრო 1 წთ და 43,5 წამი, რაც შეადგენს 103,5 წამს, იგი მიიღებს 103,5 : 3=34,5 ქულას.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრებები ცალ-ცალკე ტარდება ცალკეულ დისციპლინებში და არ ვლინდება მრავალჭიდში გამარჯვებული.
საკმაო აღიარება მოიპოვა აგრეთვე სპრინტერთა ჩემპიონატებმაც, რომლებზედაც მედლების გათამაშება ხდება 500, 1000 და 1500 მეტრზე. ამ შეჯიბრებაში სპორტსმენი თითოეულ დისტანციას ორჯერ გარბის და ჩათვლა წარმოებს ორი ცდის შედეგის ჯამის მიხედვით.
უკანასკნელ პერიოდში პოპულარული გახდა გუნდური სრიალი გამოდევნებით, ქალთა შორის 6 წრეზე, ვაჟთა შორის 8 წრეზე. ერთდროულად ასპარეზობს ორი გუნდი, რომლებიც სტარტს იღებენ მოედნის მოპირდაპირე სწორი მონაკვეთების ცენტრიდან. თითოეული გუნდის შემადგენლობაში შედის 3-5 სპორტსმენი. რბოლის დროს გუნდის წევრებს აქვთ უფლება ერთმანეთს უკან მიყვნენ მჭიდროდ და პერიოდულად ცვალონ ლიდერი. გუნდის შედეგად ითვლება დრო სტარტის სასიგნალო გასროლის მომენტიდან გუნდის მესამე წევრის მიერ ფინიშის ხაზის გადაკვეთის მომენტამდე. პირველი გუნდისთვის ფინიშის ხაზია მეორე გუნდის სტარტის ხაზი და პირიქით.
ყინულის საციგურაო მოედანი, როგორც წესი, მზადდება ფეხბურთის სტადიონზე, რომელსაც გააჩნია მძლეოსნური ბილიკები. სპორტსმენის მიერ ერთი სრული წრის გავლისას გავლილი მანძილი საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით 400 მეტრის ტოლი უნდა იყოს. სტადიონზე აუცილებლად კეთდება სამი ყინულიანი ბილიკი, ერთი ყველაზე შიგა პერიმეტრზე — შეჯიბრების მიმდინარეობის დროს სავარჯიშოდ („გასახურებლად“) და ორი გარეთა ბილიკი — უშუალოდ შეჯიბრების ჩასატარებლად. შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ამ ორი ბილიკიდან ერთს ეწოდება გარე ბილიკი (ყველაზე გარეთა ბილიკი), ხოლო მეორეს — შიგა ბილიკი. ხშირად ყინულს მთელს სტადიონზეც აკეთებენ.
შეჯიბრებაში მონაწილე ორი სპორტსმენი სტარტიდან მოძრაობას იწყებს შესაბამისი სასტარტო ადგილიდან ერთი შიდა, მეორე კი გარე ბილიკზე. რათა მათ მიერ გავლილი მანძილი ყოველი წრის შემდეგ ერთნაირი იყოს, ისინი სასრიალო ბილიკებს ცვლიან სპეციალურ გადასვლის წრფეზე. გადასვლისას უპირატესობა ეძლევა იმ სპორტსმენს, რომელიც უფრო ადრე გამოვიდა ვირაჟიდან. ვირაჟიდან ერთდროული გამოსვლის შემთხვევაში უპირატესობა აქვს სპორტსმენს, რომელიც გარე ბილიკიდან უნდა გადავიდეს შიგა ბილიკზე. სპორტსმენები ბილიკებზე მოძრაობენ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით.
კლასიკური დისტანციების სტარტისა და ფინიშის ხაზები.
500 მ — ვინაიდან 500 მეტრიანი დისტანცია შეიცავს ერთ სრულ წრესა და 100 მეტრს, ამიტომ მისი სტარტის ხაზი გატარებულია ფინიშის წრფის დასაწყისში, ხოლო ფინიში მისგან 100 მეტრში (ფინიშის წრფის ბოლოს). ამრიგად თითოეული სპორტსმენი გაივლის 100 მეტრს და შემდეგ ერთ სრულ წრეს, თანაც ისე, რომ თითოჯერ გაივლის მცირე და დიდ ვირაჟს.
1000 მ — დისტანცია შედგება ორი სრული წრისა და 200 მეტრიანი მონაკვეთისაგან. ამ ორას მეტრიან მონაკვეთზე ერთი სპორტსმენი მოძრაობს დიდი ვირაჟზე, მეორე კი მცირე ვირაჟზე. რათა კომპენსირებული იყოს მცირე და დიდი ვირაჟების სიგრძეთა სხვაობა, დიდ ვირაჟზე სტარტი წინ არის წაწეული შესაბამისი სიგრძით.
1500 მ — დისტანცია შედგება სამი სრული წრისა და 300 მეტრიანი მონაკვეთისაგან. ამ სამას მეტრიან მონაკვეთზე ერთ სპორტსმენს უწევს დიდი ვირაჟზე მოძრაობა, მეორეს კი მცირეზე. ამ შემთხვევაშიც მანძილში განსხვავების კომპენსაციის მიზნით გარე ბილიკზე სტარტი წინ არის წაწეული შესაბამისი სიგრძით.
3000 და 5000 მ. დისტანციების სტარტი და ფინიში ემთხვევა 1000 მ. დისტანციისას. 3000 მ. დისტანცია შედგება 200 მეტრიანი მონაკვეთისა და შვიდი სრული წრისაგან, ხოლო 5000 მ. კი 200 მეტრის გავლის შემდეგ საჭიროა 12 სრული წრის გავლა.
10000 მეტრი სრული 25 წრეა. ამიტომ მისი სტარტი და ფინიში ერთსა და იმავე ადგილზეა ფინიშის წრფეზე.