ციალა მაისურაძე
ციალა მაისურაძე (დ. 23 აგვისტო, 1932, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.
ციალა მაისურაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 აგვისტო, 1932 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.
სტუდენტობის დროს მონაწილეობდა კონფერენციებში, რომელთა თეზისები დაბეჭდილია. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1960 წელს „პედაგოგიური კითხვის“ მე-14 კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა; 1961-1964 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[[ს გეომორფოლოგიის კათედრაზე აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. იმავე წელს სამუშაოდ გადადის იმავე კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად; 1969-1972 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის II ჰიდროგეოლოგიურ სამმართველოში ინჟინერ-გეომორფოლოგად, ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ მთავარ სპეციალისტად. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1972 წელს „მდ. ლიახვის აუზის გეომორფოლოგია“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 178