ცვითე
ცვითე, წვიტე — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო, თეთრი ფერის. კანი საშუალო სისქისაა და საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ფიფქით ზომიერად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — ტკბილი.
ცვითე საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 199 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 104 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.5-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9.2 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 445