ცენტრალური სუპერმარკეტი

ცენტრალური სუპერმარკეტი — თბილისის უმსხვილესი აგრარული ბაზარი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ყოფილი საკულმეურნეო ბაზარი („დეზერტირების ბაზარი“). მდებარეობს ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის მიმდებარე ტერიტორიაზე (მატარებელი, მეტროპოლიტენი, ავტობუსი, სამარშუტო ტაქსი).[1]

ერთი ვერსიით, „დეზერტირების“ სახელი ეწოდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რუსეთის არმიის ჯარისკაცების ხშირი თავშეყრის გამო.[1][2] მეორე ვერსიით, ეს სახელწოდება 1920-იან წლებში დამკვიდრდა, რადგან აქ დეზერტირი ჯარისკაცები საკუთარ აღკაზმულობას, იარაღს ყიდდნენ.[3]

ძველი შენობა

რედაქტირება

ბაზრის ძველი შენობა აშენდა 1969 წელს (არქიტექტორი ვ. სიხარულიძე). ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დახურული იყო. ბაზრის ტერიტორიას 2,1 ჰა ეჭირა, ჰქონდა 1310 სავაჭრო ადგილი. ბაზარს ჰქონდა ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების სანიტარული და საკონტროლო ლაბორატორიები, კეთილმოწყობილი სასაწყობო სათავსები, მძლავრი სამაცივრე კამერები, მუშაობდა საკუთარი რადიოკვანძი და სხვა სამსახურები. ბაზრის შენობაში განთავსებული იყო დირექცია, 73-ადგილიანი სასტუმრო.[1]

ახალი შენობა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 945, ISBN 99928-20-32-2.
  2. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, №48, 24 ენკენისთვე, 1918
  3. თოფჩიშვილი რ., გვიმრაძე თ., ეთნოლოგიური თბილისი, თბ.: „უნივერსალი“, 2017. — გვ. 101.