ცელესტინელები
ცელესტინელები — კათოლიკური მონაზვნური ორდენის წევრები. ორდენი დააარსა ბერმა პიეტრო და მორონემ (შემდეგში პაპი ცელესტინ V, აქედან წარმოსდგება ორდენის სახელწოდებაც) სამხრეთ იტალიაში XIII საუკუნის შუა წლებში. 1263 წელს ცელესტინელებმა ბენედიქტელთა წესდება მიიღეს. ცელესტინელების ორდენი მოქმედებდა იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ჩეხეთში. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ორდენმა არსებობა შეწყვიტა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 190.