ცაპორტჰორნი
ცაპორტჰორნი (გერმ. Zapporthorn) — მთა ლეპონტის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს გრაუბიუნდენის კანტონში; გადაჰყურებს სან-ბერნარდინოს უღელტეხილს. მისი მწვერვალი სამწერტილიანია და აღმართულია ჰინტერჰაინის, კალანკისა და მეზოლჩინის ხეობებს შორის, ტიჩინოს კანტონის საზღვრიდან დაახლოებით ორ კმ-ში.
ცაპორტჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°28′46″ ჩ. გ. 9°06′45″ ა. გ. / 46.47944° ჩ. გ. 9.11250° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 152 მ |
ქედი | ლეპონტის ალპები |
წარმოადგენს ცაპორტგრატის ქედის უმაღლეს მწვერვალს.