ცაიდამი — ტექტონიკური ქვაბული ტიბეტის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს, დასავლეთ ჩინეთში, ცინხაის პროვინციაში. მისი ფართობი დაახლოებით 120,000 კმ²-ს შეადგენს. მდებარეობს ზღვის დონიდან 2700-3000 მეტრზე. ამ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მრავალი მარილიანი ტბა. რეგიონში კლიმატი კონტინენტურია, საკმაოდ ხანგრძლივი და ცივი ზამთრითა და ქვიშის ქარიანი გაზაფხულით. უდაბნოს ზოგიერთი ნაწილი ჩინეთის ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს და ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 40 მმ-ს შეადგენს.

ქაიდამის მდებარეობა
რეგიონის პეიზაჟი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება