ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი — ცაგერის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 31 ოქტომბრის №60 დადგენილებით.
ცაგერის მუნიციპალიტეტის გერბი | |
---|---|
დეტალები | |
გვირგვინი | სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
დევიზი | ცაგერი |
აღწერილობა
რედაქტირებაგერბის ფარი გადაკვეთილია და იყოფა ორ: ლაჟვარდისა და ვერცხლის ველებად. ზედა ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის მთა (კლდე), რომლის თავზეც განთავსებულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი. ლაჟვარდის ველის ქვედა ნაწილზე ნატურალურ (მწვანე) ფერში გამოსახულია სამი მთა. ზურმუხტის მთებზე გამოსახულია სამი ოქროს მტევანი. გერბის ქვედა ვერცხლის ველი, მარჯვნივ და მარცხნივ გაკვეთილია სამ-სამი შემცირებული ტალღისებური ლაჟვარდის სარტყლით, რომელთა შორისაც გამოსახულია ორი ლაჟვარდის თევზი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდის ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ცაგერი“.