ჩხინკოური
ჩხინკოური, ჩხიკოურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ერთეული ძირები და მცირე ნარგავებია თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ მომრგვალო-ოვალური ფორმის მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი სქელი და საშუალო სიმკვრივის აქვს, კარგად გამოხატული ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია.
ჩხინკოური საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 167 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 125-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ჰარმონიულობას მოკლებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 440