ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის მონასტერი
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი — ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩქუმის დასავლეთით 1 კმ-ზე.
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°36′41″ ჩ. გ. 42°40′05″ ა. გ. / 42.611528° ჩ. გ. 42.668250° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
მუნიციპალიტეტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
კურთხევის წელი | 2018 |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვლადიმერ თუთისანი |
თარიღდება | 2016 (დაწყება) 2018 (დასრულება) |
ჩქუმის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით იქნა აგებული.
მშენებლობა დაიწყო 2016 და დასრულდა 2018 წელს, კომპლექსის კურთხევა (გახსნა) მოხდა 2018 წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით.
ტაძარში უნიკალური ხატებია დაბრძანებული, რომელიც ბიზანტიური ტექნიკითაა შესრულებული.
ათონის მთაზე დაწერილი ხატები სპეციალურმა დელეგაციამ საბერძნეთიდან ჩამოიტანა.