ჩურჩულს გადაჩვეული კაცი
ჩურჩულს გადაჩვეული კაცი — რევაზ მიშველაძის რომანი[1]. ავტორის თქმით, ეს არის ნაწარმოები „ადამიანზე, რომელიც იმდენი აჯანჯღარა ამ მუხთალმა წუთისოფელმა, იმდენი განსაცდელი შეხვდა, რომ ჩურჩულს გადაეჩვია... ამ ნაწარმოების გმირს XX საუკუნის ბოლო და XXI საუკუნის პირველი ნახევარი აქვს დანახული. გადატანილი აქვს ამ პერიოდში მომხდარი ომები, მაგრამ ამასთან ერთად დანახული აქვს სიყვარული, ადამიანობა, მეგობრობა...“[2]
„ჩურჩულს გადაჩვეული კაცი“ | |
---|---|
ავტორი | რევაზ მიშველაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | საქართველოს მაცნე |
გამოცემის თარიღი | 2010 |
მედია | წიგნი (რბილი ყდა) |
ISBN | 2000000076270 |
მწერლის კომენტარი ნაწარმოების შესახებ: „პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ყურადღება განაპირობა იმან, რომ ჩემი წიგნი შეეხება ჩვენს თანამედროვეობას. შევეცადე, ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე დამეხატა განსხვავებული სოციალური მდგომარეობით, განსხვავებული დამოკიდებულებით რევოლუციისადმი, ომისადმი, სიყვარულისადმი (ქალის სიყვარულზე მოგახსენებთ). შევეცადე თქვენი, ჩემი, ჩვენი საზოგადოების ხასიათი დამეჭირა. ახლა მირეკავენ და მეუბნებიან, თქვენი რომანის პერსონაჟებსაც კი ვცნობთ ჩვენი თანამედროვეობიდანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.“ [3]