ჩუმლაყის წამებულის ეკლესია

ჩუმლაყის წამებულის ეკლესია — წმინდა გიორგის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩუმლაყში. ძეგლი სოფლის დასავლეთით 2 კილომეტრზე, სასაფლაოზე დგას. განეკუთვნება XVIII საუკუნის ბოლოს XIX საუკუნის დასაწყისს.

ეკლესია დარბაზულია (14,8 x 8,4). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალებით, ორ რიგად აგურის ნაწყობი ჰორიზონტალური შრეებია ჩართული, გარეთა კუთხეებში მოზრდილი შედარებით დაკუთხული ქვებია გამოყენებული. შიგნით კონტრასტული ნაწილები და სარკმელთა ღიობები გამოყვანილია აგურით.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან, ორივგე კარი გადახურულია ხის ძელებით თარაზულად, გარედან კარის ანაყოლებში საფლავის ქვებიცაა გამოყენებული. სამხრეთ კარი აგურით ნაწყობი, წინ წამოზიდული ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული, რომელიც კარის თავზე შეღრმავებულ ტიმპანს ქმნის. შიგნით კარი თაღოვანია. ეკლესიის ვრცელი დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია, ნახევარწრიული ღრმა აფსიდით რომელშიც ფართო თარაზულად გადახურული სარკმელია გაჭრილი. აფსიდში ხუთი სწორკუთხა ნიშაა. მათგან ორი სარკმლის სამხრეთითაა, სამი ჩღდილოეთით, ჩრდილოეთით მდებარეთაგან შუა, დანარჩენი ორს ზომით მნიშვნელოვნად აღემატება, თითო სწორკუთხა ნიშა, გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილშიცაა. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, რომლის ნახევარწლირული თაღის ქუსლებთან, ბაზალტის ქვის პროფილირებული იპოსტებია გამოყენებული. საკუთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკზე ერთი საკურთხევლით მაღალია. ამბიონი ნახევარწრიულია.

დარბაზის გრძივი კელდები ორსაფეხურიანია პილასტრების ორი წყვილით დაყოფილია სამ-სამ თანაბარ ნაწილად. პილასტრების წინა საფეხურზე კამარის საბჯენი თაღებია დაყრდობილი, გვერდით საფეხურზე კი კედლის მიმდებარე თაღები, ყველა თაღი ნახევარწრიულია და ეყრდნობა აბზალტის მთლიანი ქვის იმპოსტებს, რომლებსაც კონქის თაღის იმპოსტების ანალოგიური პროფილი აქვს. საკურთხევლის სარკმლის გარდა, თითო მსგავსი სარკმელია გაჭრილი გრძივი კელდიების აღმოსავლეთ თაღებში, ერთი კი დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში. დარბაზის დასავლეთ კედელი საფლავია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, დასავლეთი კამარა ეყრდნობა კედლის მიმდებარე საბჯენ თაღს. თაღი კუთხის პილასტრებს. გრძივი კედლები ფოლადის სამ-სამი ღეროთია დაკავშირებული, გარდა ამისა გარედან გრძივ კელდებზე მიდგმულია კონუსისებრი კონტრფორსები. აღმოსავლეთ ფასადზე აგურის წყობით გამოყვანილია ორსაფეხურიან პოსტამენტზე დაყრდნობილი სამი ჯვარი, მათგან ორი სარკმლის გვერდებზეა. ერთი სარკმლის ზემოთ, მსგავსი მარა გაცილებით პატარა ჯვარია გამოსახული დასავლეთ ფრონტის წვერში. დასავლეთ ფრონტის წვერში დადგმული ყოფილა პატარა სამრეკვლო.

1997 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა: აღდგენილი იქნა გარეთა კედლების მონგრეული ნაწილები და მოეწყო აგურის სამ საფეხურიანი ლავგარდანი, ჰორიზონტალური შემონაკეცებით ფრონტის ძირებთან. შიგნითა კედლების ქვედა ნაწილი შეილესა გაჯით, იატაკი მოიგო კერამიკის ფილებით და დაიდგა მარმარილოს კანკელი, მას ორი თაღოვანი კარი და ორი თაღოვანი ღიობი აქვს. კანკელზე ქვის ჯვარია აღმართული. მოშალეს დასავლეთ ფრონტის წვერზე დადგმული აგურის სამრეკვლოს შემორჩენილი ნაწილი და ეკლესია კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა რედაქტირება