ჩრდილოეთ კორეის გერბი
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის გერბი (კორ. 조선민주주의인민공화국의 국장) — კსდრს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო.
ჩრდილოეთ კორეის გერბი | |
---|---|
ვერსიები | |
1948—1992 | |
დეტალები |
2009 წლის კსდრ-ს კონსტიტუციის 169-ე მუხლის მიხედვით
„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი თავისი სახით წარმოადგენს ოვალს ბრინჯის თავთავებით, გადაჯაჭვული წითელი ლენტებითა და წარწერით „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“. ოვალის შიგნით გამოსახულია დიდი ჰიდროელექტროსადგური, ხოლო მას ზემოთ — რევოლუციის წმინდა მთა პექტუსანი და წითელი ხუთკუთხა ვარსკვლავი, საიდანაც ნათელი სხივები ასხივებს.“
|
გერბი შექმნილია საბჭოთა კავშირის გერბთა საბაზო კონსტრუქციის ყველა ძირითადი პრინციპის გათვალისწინებით, რომელიც მიღებული იყო ბევრ სხვა ქვეყანაშიც, რაც ნათლად ასახავს კავშირს კომუნისტურ იდეალოგიასთან.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- National Emblem of the DPRK დაარქივებული 2016-04-29 საიტზე Wayback Machine.