არქტიკული წრე

(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთის პოლარული წრე)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არქტიკული წრე ანუ ჩრდილოეთის პოლარული წრედედამიწის რუკაზე აღნიშნული ხუთი უმთავრესი პარალელიდან ერთ-ერთი. არქტიკული წრე მდებარეობს ეკვატორიდან ჩრდილოეთით 66° 33′39″ (66.56083°)-ში. ჩრდილოპოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარე მხარეს არქტიკა ეწოდება, მის სამხრეთით ზომიერი კლიმატის ჩრდილოეთი სარტყელი მდებარეობს. სამხრეთ ნახევარსფეროში ანალოგიურ პარალელს სამხრეთის პოლარული წრე ეწოდება.

მსოფლიო რუკაზე არქტიკული წრე ნაჩვენებია წითლად

ჩრდილოპოლარული წრე პოლარული დღისა და ღამის სამხრეთის საზღვარს აღნიშნავს. არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ნებისმიერ ადგილას, მზე წელიწადში ერთხელ მაინც 24 საათით დგას ჰორიზონტზე და ასევე ერთხელ 24 საათით არ ჩნდება ჰორიზონტზე. პოლარული წრის განედზე ეს მოვლენები წელიწადში ერთხელ, ივნისსა და დეკემბერში ბუნიობისას ხდება.

არქტიკის მკაცრი ჰავის გამო აქ ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობს ხალხი. ყველაზე მსხვილი ქალაქები, რომლებიც პოლარული წრის ჩრდილოეთით მდებარეობენ, ესენია: მურმანსკი (304000 მცხოვრებით), ნორილსკი (13 500 მცხოვრებით) და ვორკუტა (85 000 მცხოვრებით) რუსეთში და ტრომსე (62 00 მცხოვრებით) ნორვეგიაში.

არქტიკის რუკა
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/არქტიკული_წრე“-დან