ჩრდილები (საიდუმლო მასალები)
ჩრდილები (Shadows) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 22 ოქტომბერს.
„ჩრდილები“ | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი | |||||||
ეპიზოდის ნომ. | ეპიზოდი 6 | ||||||
სცენარი | გლენ მორგანი, ჯეიმზ ვონგი | ||||||
რეჟისორი | მაიკლ ლენჯი | ||||||
მოწვეული მსახიობები | ბარი პრაიმუსი, ლიზა უოლცი, ლორენა გეილი | ||||||
მუსიკა | მარკ სნოუ | ||||||
კოდი | 01-106 | ||||||
ეთერი | 22 ოქტომბერი, 1993 | ||||||
|
სიუჟეტი
რედაქტირებასაიდუმლო სამთავრობო სააგენტოს თხოვნით, მალდერი და სკალი იკვლევენ ორი მამაკაცის გვამს. თითქოს ორივე შიგნიდან არის გაგუდული. მალდერი ყველას თავს მოაჩვენებს, თითქოს ასეთი რამ არ უნახავს, მაგრამ მოგვიანებით სკალის უამბობს, რომ ასეთი შემთხვევები ფსიქოკინეტიკური ძალის ზემოქმედების მაგალითებია.
დამატებითი აგენტების გარეშე, მალდერი და სკალი აწარმოებენ საკუთარ გამოძიებას და ფილადელფიის შტატში მსგავსი მკვლელობის შემთხვევას აღმოაჩენენ. ადგილობრივი პოლიცია მათ მკვლელობის სცენების ჩანაწერსაც მიაწვდის.
აგენტები პოულობენ ლორენ კაიტს, რომელიც მუშაობს კომპანიაში HTG Industrial Technologies. მისი აღიარებით, ეს ადამიანები ესხმოდნენ მას თავს, მაგრამ გაექცა და არც პოლიციაში განუცხადებია. აგენტები უკან დაბრუნებისას მოულოდნელ პრობლემას აწყდებიან - მათი მანქანა ძალიან დიდ სიჩქარეზე მიჰქრის და არ ექვემდებარება კონტროლს. თუმცა ორივე გადარჩება, მაგრამ მალდერი ფიქრობს, რომ ინციდენტში ლორენიც არის გარეული.
ამ უკანასკნელის სახლის დათვალიერებისას მალდერი მას ფანჯარასთან მდგომს გადაიღებს, მაგრამ ფოტოლაბორატორიაში გამჟღავნების შემდეგ ჩანს მისი ყოფილი უფროსის, ჰოვარდ გრეივზის სახეც. ლორენს კვლავ ესხმიან თავს, მაგრამ უჩინარი ძალა მკვლელებს თავად უსწორდება. ლორენი დაკავებულია დასაკითხად. იგი საბოლოოდ, აღიარებს, რომ მისი უფროსი მოკლული იქნა კომპანიის თანამშრომელ რობერტ დორლანდის მიერ - მას შემდეგ, რაც გრეივი იმუქრებოდა, რომ აღარ ითანამშრომლებს ტერორისტულ დაჯგუფება Isfahan-თან (რომელსაც უახლეს სამხედრო აღჭურვილობას აწვდიდა). ამის შემდეგ გრეივის სული ლორენის დაცვას ცდილობდა.
FBI კომპანიის HTG Industrial Technologies ოფისში არალეგალური გაყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტების მოსაპოვებლად ჩხრეკას ატარებს. გრეივის სული ხევს კედლებს და ჩნდება იქ დამალული დისკეტა, რომელზეც ჩაწერილია საჭირო ინფორმაცია. მის საფუძველზე დორლანდის წინააღმდეგ აღძრულია საქმე.