ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩოლ გალას მეჩეთი (აზერ. Çöl Qala məscidi) — მეჩეთი ყოფილ კუიბიშევის ქუჩაზე, ქალაქ შუშას ჩოლ გალას უბანში.

ჩოლ გალას მეჩეთი
აზერ. Çöl Qala məscidi
მდებარეობა შუშა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტიპი მეჩეთი
თარიღდება XIX საუკუნე
მდგომარეობა განადგურდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით, ჩოლ გალას მეჩეთი გადავიდა სახელმწიფო დაცვის ქვეშ, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის არქიტექტურული ძეგლი.

მთავარი ფასადის ხუროთმოძღვრული კომპოზიციის მიხედვით, მეჩეთი ბრტყელი ფასადით და ასიმეტრიული შესასვლელით შუშას უბნების მეჩეთების ტიპს მიეკუთვნება. მეჩეთში, ისევე როგორც ქალაქის სხვა მეჩეთებში, სალოცავის სიღრმეში, მიჰრაბის მოპირდაპირე მხარეს, მეორე იარუსზე, იყო პატარა ღია გალერეა, რომელიც შემოსაზღვრული იყო სამი თაღით. ეს ადგილი განკუთვნილი იყო ქალებისთვის.[1]

  1. Rayihə Əmənzadə (2013). Azərbaycan Memarlığı XV-XIX əsrin əvvəllərində, გვ. 220, გვ. 185. ISBN 978-9952-32-020-6.