ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი

ქართველი პოეტი
(გადამისამართდა გვერდიდან ჩოლოყაშვილი, ქაიხოსრო)
ეს სტატია პოეტს ეხება. სამხედრო მოღვაწის შესახებ იხილეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (გ. 1613) — ქართველი პოეტი. იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მოურავი თეიმურაზ I-ის კარზე, შაჰ-აბასის ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ჩოლოყაშვილი რუსთაველის ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში „ომაინიანი“ მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. „ომაინიანი“ საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.

ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი
გარდაცვალების თარიღი 1613
საქმიანობა პოეტი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რუხაძე ტ., ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და მისი ომაინიანი, „ლიტერატურული ძიებანი“, 1953, ტ. 8;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;