ჩიტისთვალა ბოდბური

ჩიტისთვალა ბოდბურიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

კახურ ვაზთა ჯიშების წარმომადგენელია. ერთეული ძირები გვხვდება ძირითადად ბოდბეში მწვანისა და რქაწითლის ნარგავებში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ვიწროკონუსური ან ცილინდრული ფორმის, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, კუმსი, ზოგჯერ თხვღ მარცვლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია ყვითელი. მარცვლები არათანაბრადაა განვითარებული. კანი თხელია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — სასიამოვნო და ოდნავ მწკლარტე.

ჩიტისთვალა ბოდბური საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 200-400 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.8-8.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება ევროპული და კახური ტიპის სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 434