ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩირაღ-კალა (აზერ. Çıraq-qala) — ციხე-მნათობი (ჩირაღდანი)[1] ან მნათობი (ჩირაღდანი) - კოშკი) — ციხე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, შაბრანიდან 20-25 კმ. მოშორებით, გალა-ალთის დასახლების მახლობლად, მთის მწვერვალზე, გილგილჩაის დამცავი კედლის ციტადელი, რომელიც განლაგებულია დიდი კავკასიის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქანობზე.[2] აზერბაიჯანის მთავრობის მიერ შეყვანილია მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლების ნუსხაში.[3].

ჩირაღ-კალა
მდებარეობა შაბრანიდან 20-25 კმ. მოშორებით
თარიღდება V-VI საუკუნეები.
მდგომარეობა სახელმწიფო იცავს როგორც მსოფლიო მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლს

ციხის ისტორია

რედაქტირება

ციხე აღმართულ იქნა V—VI საუკუნეებში.[4][5] სპეციალისტთა ვარაუდით ამ ციხეს გააჩნდა დაზვერვის ფუნქცია. მისი ადგილმდებარეობა იძლეოდა საშუალებას დაეზვერა და ეკონტროლებინა დიდი ტერიტორია. როდესაც კოშკში იტყობდნენ საშიშროების შესახებ კოშკის მესვეურნი ცეცხლს უკიდებდნენ აქ გამზადებულ ფიჩხებს და ცეხლისა და კვამლის მეშვეობით ატყობინებდნენ მოსახლეობას მტრის შემოსევის შესახებ. სავარაუდოდ ეს გახდა ციხის დასახელების საფუძველი: „ჩირაღგალა - ციხე ჩირაღდანი“.

ბაქოსა და დერბენტის კოშკებთან ერთად იგი შედიოდა კასპიისპირეთის თავდაცვით ნაგებობათა ქსელში. იგი ასრულებდა თავდაცვით ფუნქციას მე-18 საუკუნემდე. ბოლო 200 წლის განმავლობაში იგი თითქმის განადგურდა.

ნაწილობრივ ციხე დაინგრა 1931, 1963-64 და 1980 წწ.[6] XX საუკუნის მეორე ნახევარში ციხის ზედა ნაწილი შეკეთდა.[7]

არქიტექტურა და გეგმა

რედაქტირება

ციხე თავისი გეგმით წარმოადგენს არასწორ მართკუთხედს. ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ერტყის ღრმა თხრილები. მშენებლობის დროს ადგილობრივი რელიეფი მაქსიმალურად იქნა გამოყენებული.

ციხის კოშკიც და კედლებიც ნაშენებია გამოუთლელი ქვებით. წყობაში ასევე ვლინდება გამომწვარი აგურებიც. ციხე შედგება ერთი ძირითადი და 16 დამხმარე, მომცრო ზომის კოშკისგან. მთავარი კოშკის გარდა ძველებური იერსახე შენარჩუნებული არ აქვს არც ერთ კოშკს მთავარის გარდა. მე-2, მე-3 და მე4 კოშკებს შორის შენარჩუნებულია კედელიც.[8]

ციხის კოშკი იძლევა ვიზუალური დათვალიერების საშუალებას რამდენიმე ათეული კილომეტრის მანძილზე. ასე, მაგალითად მთავარი კოშკიდან შესაძლებელია მთა ბეშბარმაღის დანახვა. ხალილოვის ვარაუდით, აქ შესაძლებელია მუდმივად განლაგებულიყო სამხედრო გარნიზონი.[9]

სილუეტის მიხედვით ჩირაღ-კალა წააგავს ბაქოში არსებულ ქალწულის კოშკს. კოშკის ქვედა ნაწილი შეესაბამება ამიერკავკასიისა და შუა აზიის ადრინდელ შუასაუკუნეთის ზოგიერთ ძეგლს.[10]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Абдуллаев X. П. Гильгильчайская оборонительная стена и крепость Чирах-Кала // Советская археология. — 1968. — № 2.
  • Алиев А. А. Разведочная работа Гильгильчайской оборонительной стены и крепости Чирах-Кала // Археологические и этнографические изыскания в Азербайджане (1982). — 1990. — С. 47—49.
  • Бретаницкий Л. С., Веймарн Б. В. Искусство Азербайджана IV — XVIII веков / Редактор И. А. Шкирич. — М.: Искусство, 1976. — 272 с.
  • Халилов Дж. А. Раннесредневековая Албания в IV-VII веках. История изучения археологических памятников раннего средневековья. Города, укрепления // Крым, * Северо-Восточное Причерноморье и Закавказье в эпоху средневековья, IV-XIII века. — М.: Наука, 2003.
  1. Бретаницкий, Веймарн 1976.
  2. Алиев 1990.
  3. Распоряжение Кабинета Министров Азербайджанской Республики об исторических и культурных памятниках. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-21. ციტირების თარიღი: 2018-01-29.
  4. Али МАМЕДОВ. Забытый и разрушенный "брат" Девичьей башни – Чыраг гала. http://novosti.az დაარქივებული 2010-02-12 საიტზე Wayback Machine. . http://novosti.az+(23 АВГУСТА 2016 16:24)
  5. Бретаницкий Л. С. (введение, архитектура, прикладное искусство), Наджафова Н. Н. (керамика). Искусство Азербайджана // История искусства народов СССР / Под ред. Б. В. Веймарна. — Изобразительное искусство, 1973. — Т. II. — С. 257.
  6. Алиев, 1990, с. 47.
  7. Алиев, 1990, с. 49.
  8. Алиев, 1990, с. 48.
  9. Алиев, 1990, с. 48.
  10. Алиев, 1990, с. 48.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩირაღ-კალა“-დან