ჩიპოლინოს თავგადასავალი
ჩიპოლინოს თავგადასავალი - მწერალ ჯანი როდარის მიერ 1951 წელს გამოცემული ზღაპარი-რომანი, რომელიც მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად ითვლება.
„ჩიპოლინოს თავგადასავალი“ | |
---|---|
Il romanzo di Cipollino Le avventure di Cipollino | |
| |
ავტორი | ჯანი როდარი |
ქვეყანა | იტალია |
ენა | იტალიური |
გამომცემელი | უცნობია |
გამოცემის თარიღი | 1951 |
სიუჟეტი
რედაქტირებაუფლისწული ლიმონი სასტიკი მმართველია. ერთ დღეს იგი ეწვევა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ სოფელს, რათა გაიცნოს გლეხები. მოხუცი ჩიპოლონე (ხახვი) მას შემთხვევით აბიჯებს ფეხზე, რის გამოც მას იჭერენ და ციხეში უკრავენ თავს. მისი ბიჭუნა, ჩიპოლინო, დარწმუნებულია, რომ ოდესმე გაათავისუფლებს მამას. იმ დროიდან მისი ცხოვრება იცვლება.
სიუჟეტი უფრო რთულდება, როდესაც საბრალო გოგრა აშენებს პატარა სახლს (აგურებით, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა). ლიმონის რწმუნებული, პომიდორი, ირწმუნება, რომ მას ამის უფლება არ აქვს, ვინაიდან ეს მიწა სხვებს ეკუთვნის. გოგრას ასახლებენ, მაგრამ ჩიპოლინო, რომელიც, ფაქტობრივად, აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორია, არ ჩერდება და ბოლომდე იბრძვის უდანაშაულო ხალხის განთავისუფლებისათვის და უსამართლო მმართველების დამხობისათვის.