ჩინშის სამართალი
ჩინშის სამართალი — ფეოდალური სამართლის ინსტიტუტი, რომელიც ევროპის ქვეყნებში XII-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა. განსაზღვრავდა მიწით სარგებლობის სამუდამო — თაობიდან თაობაზე გარდამავალ უფლებასა და შესაბამის მოვალეობას, კერძოდ, რომ მოსარგებლეს მიწის მესაკუთრე ფეოდალისთვის ჩინში — განსაზღვრული ქირა გადაეხადა. ჩინშის სამართალი რომის სამართლის სამემკვიდრეო იჯარას (ემფითევზისს) ჰგავდა. უმთავრესად გავრცელებული იყო გერმანიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 138.