ტბა ჩინი Tasik Chini — ტბა მალაიზიაში, მდინარე პაჰანგის სიახლოვეს, პაჰანგის შტატის ცენტრალურ ნაწილში. ტბის სანაპიროები დასახლებულია ორანგ ასლის შტოს ჯაკუნის ტომებით.

ტბა ჩინი
კოორდინატები: 3°26′ ჩ. გ. 102°55′ ა. გ. / 3.433° ჩ. გ. 102.917° ა. გ. / 3.433; 102.917
მდებარეობა ცენტრალური პაჰანგი მალაიზიის დროშა მალაიზია
გამომდინარე მდინარე ჩინი
ჩინი (ტბა) — მალაიზია
ჩინი (ტბა)

5 026 ჰექატარი ფართობის ჩინის ტბა წარმოადგენს სიდიდით მეორე მტკნარ ტბას მალაიზიაში, რომელიც 12 ტბისაგან შედგება. მდინარე ჩინი რომელიც ტბიდან გამოედინება, ჩადის მდინარე პაჰანგში. მდინარე შემოფარგლულია ჯებირებით ტბის დონის შესანარჩუნებლად მშრალი სეზონის განმავლობაში. თუმცა, წყლის დონის აწევამ, ტბის ბუნებრივი ეკოლოგიისა და მის ნაპირებზე ხეების განადგურება გამოიწვია.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ტბა მდიდარია ბიომრავალფეროვანი ტროპიკული ველური მცენარეულობით, რომელიც ფლორის 138 სახეობით, ტბასთან მცხოვრები 300 სახეობის არსებებით და 144 სახეობის მტკნარი წყლის თევზებითაა წარმოდგენილი. აგვისტოსა და სექტემბერში ტბა გარდაიქმნება მოტივტივე ბაღად, რომლის ზედაპირიც ათასობით თეთრი და ვარდისფერი ლოტოსის ყვავილებითაა დაფარული.

ლეგენდები

რედაქტირება

ტბასთან დაკავშირებულია უამრავი მითები და ლეგენდები, რომლებიც დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩებიან. ორანგ ასლის ლეგენდის თანახმად, ტბაში ცხოვრობს დრაკონი რომელსაც ჰქვია ნაგა სერი გუმუმი (ასევე იწოდება როგორც „მალაიზიის ლოხ-ნესის ურჩხული“). ვარაუდობენ, რომ ტბის ფსკერზე ჩაძირულია უძველესი ქალაქი ხმერი [1]

  1. Tasik Chini. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-19. ციტირების თარიღი: 2011-12-23.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Sri Gumum დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine. ინფორმაცია (ისტორია, ლეგენდები სლაიდ შოუები), ტბაზე და ადგილობირივი ხალხის შესახებ.